პატრიკ ანტონიუსის ფოტო 'ინსტაგრამზე'

პატრიკ ანტონიუსს არაჩვეულებრივი წელი აქვს: 2018 წელს, პირველ ჩინურ სუპერ ჰაი როლერ ივენთზე, რომლის ბაი-ინიც $270.000 დოლარს შეადგენდა, ფინელმა მოთამაშემ HK$24.735.000 ჰონგ კონგური დოლარი მოიგო, რაც დაახლოებით $3.151.734 აშშ დოლარის ექვივალენტია. 

ანტონიუსმა საკუთარი 'ინსტაგრამის' გვერდზე საოცარი სურათი დადო, რომელზეც ჩინურ კაზინოში მოგებული თანხის გადაცემის მომენტია აღბეჭდილი. როგორც ჩანს, ადგილობრივი კანონმდებლობით, კაზინოს ეროვნული ვალუტის კონვერტაციის უფლება არ აქვს, რის გამოც მოგებები მხოლოდ ჰონგ კონგურ დოლარში გაიცემა. სურათში ანტონიუსი ფულით სავსე კონტეინერთან პოზირებს. მიუხედავად იმისა, რომ ფინელი მოთამაშის ხელში მილიონობით დოლარს გაუვლია, ბანკნოტების რაოდენობით გამოწვეულ კომიკურობას ანტონიუსმაც ვერ აუარა გვერდი. "მე-2 ადგილის გამო თავს ნელ-ნელა უკეთ ვგრძნობ" - წერს 'ინსტაგრამზე' პოკერის ლეგენდა. 

პატრიკ ანტონიუსმა პოკერის სამყაროში სახელი ქეშ-გეიმებით გაითქვა: ის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ სესიებში ღებულობდა მონაწილეობას. სატელევიზიო პოკერის ისტორიაში, ის ორი ყველაზე მასშტაბური დარიგების მონაწილეა. ერთ-ერთი მათგანი ანტონიუსმა ლეგენდარული სემ ფარას წინააღმდეგ ითამაშა. 

რუმები

ქართული უცხოური