ფილ აივი დიდ პოკერს 2018 წელს დაუბრუნდება

ინტერნეტ სივრცეში ფილ აივის ახალი ინტერვიუ გამოჩნდა, სადაც ლეგენდარული მოთამაშე დიდ პოკერში დაბრუნებას და ლაივ ტურნირებზე თამაშს აანონსებს. 

სულ ცოტა ხნის წინ, ფილ აივი ლაივ ტურნირებისა და სატელევიზიო ქეშ-გეიმების სუპერ ვარსკვლავი იყო. ის ლას ვეგასის 'ვიაიპი რუმებში', მსოფლიოს საუკეთესო ქეშ-გეიმერებთან ერთად, უმაღლეს ლიმიტებზე თამაშობდა. გარდა ამისა, ის ჯერ Full Tilt Poker-ის სახე იყო, ხოლო შემდეგ, პატრიკ ანტონიუსთან ერთად, სატრეინინგო საიტი -Ivey League გახსნა. მოულოდნელად, აივის ურთიერთობა ფართო პუბლიკასთან ერთბაშდ შეწყდა. 

აივიმ არამხოლოდ ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობაზე თქვა უარი - მან 2017 წლის WSOP-ის მეინ ივენთიც კი გამოტოვა. გასული ზაფხულის განმავლობაში, აივის ნახვა Bobby's Room-ში გამართულ რამდენიმე ქეშ-გეიმზე იყო შესაძლებელი. რა თქმა უნდა, მისი ნახვა მსურველს რამდენიმე ასეული ათასი დოლარი დაუჯდებოდა, რომელიც აივის წინააღმდეგ მაგიდაზე უნდა შეეტანა. 

უკანასკნელ ინტერვიუში ირკვევა, რომ აივი კვლავ დაინტერესებულია ლაივ ტურნირებით. პოკერის დიდი სცენიდან მისი დროებითი გაქრობა, როგორც თავად ამბობს, ოჯახურ და პირად პრობლემებს უკავშირდება. სწორედ ასეთ საკითხებში ჟურნალისტების ჩართულობისგან თავის დასაღწევად თქვა უარი აივიმ სატელევიზიო შოუებზე და ლაივ ტურნირებზე. რა თქმა უნდა, უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე სასამართლო პროცესების მთელი სერია, რომელიც 'ბორგატას' თაღლითობას და აივისთვის გადაუხდელ $12 მილიონ დოლარს უკავშირდება, გავლენას იქონიებდა მოთამაშის პირად ცხოვრებაზე. 

აივი ადასტურებს, რომ ამჟამად მაკაუში, რეგიონისთვის ყველაზე ძვირადღირებულ ქეშ-გეიმებში ღებულობს მონაწილეობას, თუმცა, დეტალების განხილვისგან თავს იკავებს. 

რუმები

ქართული უცხოური