PartyPoker-ის წარმომადგენლის ამპლუაში, ფედორ ჰოლცი პირველ ტურნირს იგებს
მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს, ფედორ ჰოლცმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ის PartyPoker-ის ახალი სახე გახდა. ორშაბათს კი, გერმანელმა პროფესიონალმა, PartyPoker-ის წარმომადგენლის ამპლუაში, პირველი ტურნირის მოგება შეძლო. €2.200 ევროიანი NL High Roller Party Poker Grand Prix-ზე, ჰოლცმა პირველი ადგილი დაიკავა და მისთვის უჩვეულოდ მცირე ანაზღაურება, €34.000 ევრო მიიღო.
ფედორ ჰოლცის უკანასკნელი გამარჯვება ივლისით თარიღდება, როდესაც გერმანელმა Triton Super High Roller-ის 6-მაქს ივენთი მოიგო - ამჯერად, მისთვის ჩვეული მოცულობის ანაზღაურებით, რაც $444.893 დოლარს გულისხმობს. მას შემდეგ, ჰოლცს 'მშრალი სეზონი' დაუდგა: გერმანელმა პროფესიონალმა, Poker Masters-ის სერიებზე, ორი ჰაი როლერ ივენთის მე-2 და მე-3 ადგილების დაკავება შეძლო, რამაც მისი ბანკროლი $1.054.000 დოლარით გაზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ანაზღაურება ჰოლცისთვის დაახლოებით იგივე თანხას წარმოადგენს, რაც მისი რეგულარული ტურნირების ბაი-ინი, მის ამ ტურნირზე გამარჯვების განსაკუთრებულობას ორი ასპექტი განაპირობებს: ჰოლცმა პირველი ტურნირი მოიგო, როგორც PartyPoker-ის წარმომადგენელმა, ხოლო ფინალურ მაგიდაზე განსაკუთრებით რთული ლაინ-აფის დამარცხება მოუხდა: მაგიდაზე მოხვედრილი 5 გერმანელი პროფესიონალი მოთამაშიდან, ხუთივე WSOP-ის ოქროს სამაჯურის მფლობელი იყო, რაც პირველ ადგილამდე მისასვლელ გზას კიდევ უფრო ართულებდა.
| პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება |
| 1 | ფედორ ჰოლცი | გერმანია | €34.000 |
| 2 | იან-პიტერ იაჰტმანი | გერმანი | €24.500 |
| 3 | დიტრიხ ფასტი | გერმანია | €17.000 |
| 4 | ჯოზეფ ლიშკოვიჩი | რუმინეთი | €10.500 |
| 5 | კრისტოფერ ფრანკი | გერმანია | €6.850 |
| 6 | პოლ ჰოფერი | გერმანია | €5.150 |





