ტომ დუანის მიერ დენიელ ქეითსისთვის გადახდილმა ჯარიმამ $800.000 დოლარი შეადგინა
დენიელ ქეითსის ინფორმაციით, ტომ დუანის მიერ მისთვის გადახდილი ჯარიმების საერთო მოცულობა $700.000-დან $800.000 დოლარამდე მერყეობს. ამის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა, როცა ჰაი სტეიკს გრაინდერმა და აწ უკვე ვიდეო-ბლოგერმა, დაგ პოლკმა დენიელ ქეითსთან ერთად პოდკასტი ჩაწერა.
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, დუანი თავს არიდებდა დენიელ ქეითსთან დაწყებული ჰედს-აპის განახლებას. ტომ დუანის მიერ გამოცხადებული ღია ჰედს-აპ ჩელენჯის პირობებით, მასთან თამაში ნებისმიერ მსურველს შეეძლო, რომელიც 50.000 დარიგების განმავლობაში, საკუთარ $500.000 დოლარს მისი $1.500.000-ის წინააღმდეგ დადებდა. ქეითსმა და დუანმა 2010 წელს დაიწყეს თამაში და Full Tilt Poker-ზე რამდენიმე ათეული, ხანგრძლივი სესია ითამაშეს. თუმცა, ე.წ. Black Friday-ის გახმაურებული ამბების გამო, მათი თამაში გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2012 წელს, აღდგენილი Full Tilt-ის საიტზე, წყვილმა კიდევ რამდენიმე სესია ითამაშა, მაგრამ 50.000 დარიგების უმეტესი ნაწილი კვლავ დაუსრულებელი დარჩა.
უამრავი მოთამაშე, მათ შორის დაგ პოლკი, დუანის საქციელს თაღლითობად, ან მოტყუებად და 'გადაგდებად' მოიხსენიებდა. უცნაური და საეჭვოა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, დენიელ ქეითსის ბრალდებას არ მოჰყოლია ის განმარტება, რომ წლების განმავლობაში მას დუანი ჯარიმის სახით ფულს უხდიდა, რომლის საერთო მოცულობამ $700.000-$800.000 დოლარი შეადგინა. 
სავარაუდოდ, ტომ დუანი დენიელ ქეითსის წინააღმდეგ თამაშის გაგრძელებას არ აპირებს და ის მთლიანი ჩელენჯის გამოსყიდვას შეეცდება. ამ გარემოებას ის ფაქტიც ემატება, რომ დენიელ ქეითსის თამაში, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ბევრად გაუმჯობესდებოდა, რადგან ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშობს. დუანი კი, აზიურ კაზინოებში, ბევრად სუსტ მოთამაშეებს უპირისპირდება. თუმცა, ქეითსისა და დუანის ლიმიტები ერთმანეთს არ შეედრება - რამდენიმე თვის წინ, თავად დენიელ ქეითსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტომ დუანმა ერთ დარიგებაში $20.000.000 დოლარი წააგო. დუანის სათამაშო ლიმიტების წარმოდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.





