ტომ დუანმა $20 მილიონი წააგო; ფილ აივი სასამართლოს უბრუნდება
უკვე რამდენიმე წელია ტომ დუანის გულშემატკივრები უშედეგოდ ელიან მათი კუმირის გამოჩენას ან მის მიერ დადასტურებული ინფორმაციის გავრცელებას. პოკერის წრეებში უამრავი მოსაზრება ვრცელდება იმის შესახებ, თუ სად იმყოფება ლეგენდარული მოთამაშე, რომელსაც 23-24 წლის ასაკში მილიონები ჰქონდა დაგროვოლი - არა დიდი ტურნირის ერთჯერადი მოგებით, არამედ რეგულარული გრაინდინგით და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ უმაღლეს ლიმიტებზე თამაშით.
რამდენიმე დღის წინ, პოკერის მოყვარულების შეკითხვებს, 'რედიტის' გადაცემაში Ask Me Anything, დენიელ ქეითსი პასუხობდა. ქეითსისა და ტომ დუანის ჰედს-აპ დაპირისპირების შესახებ, რომელიც უკვე წლებია იწელება, საყოველთაოდაა ცნობილი. უამრავი ჭორი ვრცელდება იმის შესახებ, რომ ტომ დუანი, პოლ ფუასთან და ჩინურ ტრიადებთან დაკავშირებულ სხვა პერსონალიებთან ერთად, მაკაუში, უდიდეს ლიმიტებზე თამაშობს, სადაც ასტრონომიული თანხები ტრიალებს. დენიელ ქეითსის თქმით, ის, საკუთარ კარიერაში ყველაზე დიდ დარიგებას შეესწრო, როდესაც ტომ დუანმა $20.000.000 დოლარიანი ბანკი წააგო. ქეითსი ვერ ასახელებს იმ პიროვნებას, ვინც დარიგებიდან გამარჯვებული გავიდა, მაგრამ durrrr-ის მიერ დიდი თანხის წაგებას ხმამაღლა ადასტურებს. "ტომის მამა ავადაა. ამჟამად ის სახლში, ნიუ ჯერსიში იმყოფება. ჩვენს ჰედს-აპს რაც შეეხება, თავადაც ამბობს, რომ დაპირისპირება უკვე ზედმეტად გაიწელა. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებას შევძლებთ და თამაში აუცილებლად განახლდება".
ფილ აივის შესახებ 2012 წელს დაწყებული სკანდალი გრძელდება. ლეგენდარული მოთამაშე, რამდენიმე დღის წინ, კვლავ დაუბრუნდა ინგლისის დედაქალაქს, სადაც მასსა და კაზინო Crockford-ს შორის £7.8 მილიონ ფუნტიანი დავა განიხილება. როგორც აივის ადვოკატი აცხადებს, სასამართლო, საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის სექტემბერში გაასაჯაროებს. როგორც მოგეხსენებათ, 2012 წელს, Crockford-ის კაზინო აივის თაღლითობაში ადანაშაულებდა და £7.8 მილიონ ფუნტს ედავებოდა. კაზინოს წარმომადგენლების მტკიცებით, აივიმ, რამდენიმე მილიონი ფუნტი ე.წ. edge-sorting-ის საშუალებით მოიგო, რომლის დროსაც, ის, წინასწარ შერჩეული ბანქოს უკანა ზედაპირზე კარტების ამოცნობას ახერხებდა. თავად ფილ აივი აღნიშნული ტექნიკის გამოყენებას არ უარყოფს, მაგრამ საკუთარ საქციელს თაღლითობას არ არქმევს - "ჩვენ კაზინოს რიგითი მომხმარებლები ვიყავით. ჩვენ, ბანქოსთან, არანაირი ფიზიკური კონტაქტი არ გვქონია. კაზინოს წარმომადგენლებს საკუთარ პირობებს ვთავაზობდით, რაზეც ისინი გვთანხმდებოდნენ. ეს იყო და ეს. მოთამაშეს მისთვის მისაღები ნებისმიერი სტრატეგიის გამოყენების უფლება აქვს, თუ ამაზე კაზინო თანახმაა. ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებოდა" - ამბობს აივი.





