იმსიროვიჩის და შინდლერის სკანდალს კალ ბარნსი გამოეხმაურა

ცოტა ხნის წინ, პოკერის სამყაროში რამდენიმე დიდი სკანდალი აგორდა. პირველი ალექს ფოქსენის განცხადებას ეხება, სადაც მან ალი იმსიროვიჩი დამხმარე პროგრამების გამოყენებაში, პოკერის მაგიდასთან არაეთიკურ ქმედებაში და მულტი ექაუნთინგში დაადანაშაულა. ფოქსენის ხმაურიან გამოსვლას ჯასტინ ბონომომაც აუბა მხარი. მან მსგავსი ბრალდებები ჯეიკ შინდლერს წაუყენა. იგივე ბედი ეწია ბრინ კენისაც, რომლის 'ბრალმდებელი' მარტინ ზამანი გახდა. 

ამჯერად, საქმეში კალ ბარნსი ჩაერია. ავსტრალიელ მოთამაშეს $10 მილიონ დოლარზე მეტი აქვს მოგებული და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პოკერში მასაც "რაღაც გაეგება". როგორც ბარნსი ტვიტერზე წერს, ის არც დიდი ორატორია და არც ონლაინ სკანდალების გულშემატკივარი. მიუხედავად ამისა, ის ზემოთაღნიშნულ ბრალდებებს გამოეხმაურა: "იყო დრო, როცა GG Poker-ზე $25.000 დოლარიანი ტურნირები ყოველ დღე იმართებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად მაღალი დონის მოთამაშეები არიან, ალი იმსიროვიჩიც და ჯეიკ შინდლერიც საკმაოდ დიდი ლუზერები იყვნენ. ერთ დღეში კი მათი თამაში საგრძნობლად შენელდა და საგრძნობლად გამოსწორდა."

თამაშის ტემპის დავარდნა და, ამავდროულად, გამოსწორება ერთ რამეზე შეიძლება მიანიშნებდეს - RTA (Real Time Assistance). მსგავსი სოფთვეარ დახმარება მოთამაშეს საშუალებას აძლევს მაგიდის სტატისტიკა ციფრულად დაამუშაოს და გადაწყვეტილება არა თვითონ, არამედ ხელოვნურ ინტელექტს მიანდოს. რაც ყველაზე მთავარია, ჯეიკ შინდლერსა და ალი იმსიროვიჩს კომენტარი ამ დრომდე არ აქვთ გაკეთებული. ეს კი მათ წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს გარკვეულ ლეგიტიმურობას აძლევს.

"როცა საქმე ამხელა ფულს ეხება, მოსალოდნელია, რომ ადამიანები ეთიკურ ნორმებს დაარღვევენ, - ამბობს ბარნსი, - იმსიროვიჩი და შინდლერი 80%-ით არიან დამნაშავეები, მაგრამ მათი წარმატების 20% სწორედ მათ დაუღალავ შრომაზე და მცდელობებზეა დამყარებული. ეს საქმეები გამოძიებული უნდა იყოს და მათ შემდგომი ჯარიმებიც უნდა დაეკისროთ." 

რუმები

ქართული უცხოური