ჩენს კორნუთი პოკერის მოთამაშეების შავი სიის შექმნას ითხოვს

ჩენს კორნუთი პოკერის სამყაროს იმ დიდ სახელებს შეუერთდა, ვინც მოთამაშეების შავი სიის შექმნას ითხოვენ. როგორც კორნუთი ამბობს, ამჟამინდელი სიტუაცია არაადეკვატურია და არ შეესაბამება რეალობას: "ჩვენ, პოკერის საზოგადოება დავეთანხმეთ სათამაშო პლატფორმების მოთხოვნას - არ გაგვეხმაურებინა მათი სახელები, ვინც თაღლითობაშია შემჩნეული. არაკეთილსინდისიერი მოთამაშეები კი ჩვენი ფულის უსამართლოდ მითვისებას განაგრძნობენ. ეს ყველანაირ ზღვარს გადაცდა!"

საქმე ეხება გასულ კვირას დაწყებულ აჟიოტაჟს, როცა ალექს ფოქსენმა ალი იმსიროვიჩი თაღლითობაში დაადანაშაულა. ფოქსენის მტკიცებით, იმსიროვიჩმა რეალურ სათამაშო მაგიდასთან პოლ ფუას კარტში ჩაიხედა ან ჩახედვა სცადა, ხოლო GG Poker-ის პლატფორმაზე ის მულტი-ექაუნთინგისთვის და 'ჩიპ დამპინგისთვისაა' დაბლოკილი. 

ფოქსენის ბრალდებები ჯასტინ ბონომომაც დაადასტურა. როგორც ბონომო ამტკიცებს, იმსიროვიჩის გარდა, მსგავსი არაკეთილსინდისიერი მეთოდების გამო, GG Poker-ზე ჯეიკ შინდლერიც დაბლოკეს. გარდა ამისა, ბონომო ამბობს, რომ მან $1 მილიონ დოლარამდე წააგო მაგიდაზე, სადაც ალი იმსიროვიჩი და სხვა დაბლოკილი მოთამაშეები ისხდნენ.

თუ ეს ყველაფერი საკმარისად არ გეჩვენებათ, ფოქსენსა და ბონომოს მხარი მარტინ ზამანიმაც აუბა და მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშე, ბრინ კენი 'გოსთინგში' და 'ჩიპ დამპინგში' დაადანაშაულა. 'გოსთინგი' პოკერში სპეციფიურ სიტუაციას აღწერს: როდესაც მოთამაშე უშუალოდ არ არის ჩართული დარიგებაში, მაგრამ დარიგებაში მყოფ სხვა მოთამაშეებს თავის აზრს უზიარებს და მათ გადაწყვეტილებებზე მოქმედებს. გარდა ამისა, ზამანიმ სერგეი რეიჰაჩიც დაასახელა, როგორც GG Poker-ის მიერ თაღლითობისთვის დაბლოკილი მოთამაშე. 

რუმები

ქართული უცხოური