ადრიან მატეოსი: ახალგაზრდა მოთამაშეები რობოტები არ არიან. ისინი, უბრალოდ, ბევრს სწავლობენ

ადრიან მატეოსი თანამედროვე პოკერის ერთ-ერთი უდიდესი სახელია. ადრეულ ასაკში დაწყებული თავბრუდამხვევი სათამაშო კარიერის გამო მას პოკერის ვუნდერკინდი შეარქვეს. ამჟამად, მის ოფიციალურ ანგარიშზე ტურნირებში მოგებული $25 მილიონ დოლარზე მეტი შეგვიძლია დავითვალოთ. მისი უკანასკნელი დიდი გამარჯვება WSOP-ის $250.000 დოლარიანი სუპერ ჰაი როლერ ივენთი იყო, რომლის პირველი ადგილისთვისაც მატეოსმა $3.265.362 დოლარი მიიღო. HandonMob-ის მონაცემებით, მატეოსი მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეების სიაში 21-ე ადგილს იკავებს. 

რამდენიმე დღის წინ, ონლაინ გამოცემა PokerNews-მა ესპანელი მოთამაშისგან მოკლე ინტერვიუ აიღო, სადაც მატეოსმა პოკერის თანამედროვე გამოწვევებზე და თამაშის განვითარებაზე ისაუბრა. 

როგორც 27 წლის მოთამაშე ამბობს, პანდემიამ პოკერი მნიშვნელოვნად შეცვალა - ერთის მხრივ, თამაშმა ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა, რამაც ძველი სახეები გააქრო; მეორეს მხრივ კი, ამ ყველაფერმა ახალი ვარსკვლავები გააჩინა. პოკერის ეკოსისტემაში ასეთი ცვლილებები კი მოთამაშეებს მუდმივ განვითარებას და ადაპტაციას აიძულებს. 

მატეოსი ახალგაზრდა მოთამაშეების მიმართ არსებულ კრიტიკასაც შეეხო: "ჰაი როლერ სცენაზე მყოფი ადამიანების უმეტესობა საოცრად კარგად თამაშობს. მათ მიმართ ხშირად გაიგებთ ეპითეტს 'რობოტი'. სინამდვილეში, ისინი რობოტები კი არ არიან, არამედ ძალიან ბევრს მეცადინეობენ და თამაშს ფუნდამენტურად სწავლობენ. ასეთ ლიმიტებზე და ასეთ დონეზე როცა თამაშობ, ვალდებული ხარ, რომ მუდმივად ინფორმირებული იყო ახალი ტენდენციების შესახებ. თუ ასეთ ფულზე გინდა თამაში, მსოფლიოს 20-30 საუკეთესო მოთამაშეში უნდა შედიოდე. ეს ძალიან რთული ამოცანაა და ბევრ ძალისხმევას მოითხოვს."

ადრიან მატეოსისთვის, პოკერი ჩვეულებრივი სამსახურია, რომელსაც თან სპეციფიური უნარები ახლავს, რაც დამატებით შესწავლას და განვითარებას მოითხოვს. 

რუმები

ქართული უცხოური