WSOP-ის ქალების ტურნირში ტომ ჰამერსმა მიიღო მონაწილეობა

გასული კვირის ორშაბათს, 2021 წლის WSOP-ზე სპეციალურად ქალებისთვის განკუთვნილმა ტურნირმა აიღო სტარტი. მისი გამარჯვებული ლარა აისენბერგი გახდა, რომელმაც $115.694 დოლარი მოიგო, მაგრამ მედიის ჰედლაინები სხვა ამბავმა დაიკავა.

ყოველწლიურად, WSOP ქალი მოთამაშეებისთვის ცალკეულ ტურნირს აწყობს. მისი ბაი-ინი $10.000 დოლარს შეადგენს, მაგრამ ქალების წასახალისებლად და მათ თამაშში ჩასართავად, WSOP-ის ადმინისტრაციამ 90%-იანი ფასდაკლება დააწესა. მეორე საინტერესო დეტალი ამ ამბავში თავად ნევადის შტატის კანონმდებლობაა: არცერთ კაზინოს არ აქვს უფლება შექმნას თამაში, რომელიც ადამიანებს გენდერული ნიშნით მასში მონაწილეობის უფლებას შეუზღუდავს. 

ტომას ჰამერსი მოყვარული მოთამაშეა. WSOP-ის ქალთა ტურნირში მონაწილეობას მისი ქალიშვილი და მეუღლე ღებულობდნენ. ტურნირისთვის ხმაურის შესაქმნელად, ჰამერსმა გადაწყვიტა $1.000 დოლარის ნაცვლად, სრული $10.000 დოლარი გადაეხადა და ერთადერთი მამაკაცი მონაწილე გამხდარიყო. როგორც თავად ამბობდა, საპრიზო ადგილზე გასვლის შემთხვევაში, ის მთლიან თანხას საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავდა, რომელიც ქალთა უფლებების სფეროში ოპერირებს. მიუხედავად იმისა, რომ მან ფულში შესვლა ვერ შეძლო, ის დანამდვილებით მოახერხა, რომ WSOP-ის ივენთის გარშემო აჟიოტაჟი შეექმნა. 

ჰამერსის საქციელმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოთამაშეების ნაწილი თვლის, რომ მისი საქციელი მიმართული იყო ქალთა ტურნირის ცნობადობის ასამაღლებლად. გარდა ამისა, მან ტურნირისთვის სრული ბაი-ინი გადაიხადა და მოგების შემთხვევაშიც, კეთილი მიზნები ჰქონდა. ნაწილი კი მის ასეთ საქციელს დისკრიმინაციულად აფასებს და ამბობს, რომ მას თამაშში ჩართულობის გარეშეც შეეძლო ქველმოქმედებაში $10.000 დოლარის დახარჯვა. 

რუმები

ქართული უცხოური