კრიპტოვალუტაზე ელონ მასკის კომენტარს პოკერის მოთამაშეების კრიტიკა მოჰყვა

გასულ კვირას, ელონ მასკის კომენტარმა კრიპტოვალუტა ბიტკოინზე მძიმე დარტყმა მიაყენა არამხოლოდ თავად ინდუსტრიას და ბიტკოინს, არამედ კრიპტოვალუტის მფლობელებსაც. მისმა განცხადებამ, რომლის მიხედვითაც ბიტკოინი მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა გარემოს, ვნებათაღელვა გამოიწვია პოკერის სამყაროშიც, სადაც უამრავი ადამიანია ჩართული კრიპტოვალუტის ბიზნესში. 

მასკმა, წლის დასაწყისში, $1.5 მილიარდის ღირებულების ბიტკოინი იყიდა. მასკის რეპუტაციამ და მისმა ასეთმა გააქტიურებამ, ბიტკოინის ფასი არნახულად გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მასკს ბიტკოინის კუთვნილი მარაგი ჯერ არ გაუყიდია, მისმა განცხადებამ კრიპტოვალუტის ფასი მნიშვნელოვნად დააგდო. 

ერთ-ერთი პირველი მოთამაშე, ვინც მასკის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა, პატრიკ ლეონარდი იყო. მისი აზრით, მასკის არაპროგნოზირებადი საქციელის გამო, პოკერის ინდუსტრიამ ათეულობით მილიონი დოლარი დაკარგა. დაგ პოლკი, რომელიც კრიპტოვალუტების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გულშემატკივარია, ამბობს, რომ მასკის წარმოდგენა კრიპტოვალუტებზე წარმოუდგენლად მწირია. 

ჯოი ინგრამმა კი მასკის განცხადებას ტვიტერის პოსტი მიუძღვნა: "გთხოვ, შეეშვი ბიტკოინს და 'საკუთარ პლანეტაზე' წადი, ფილ ჰელმუტთან და სხვა მეგობრებთან ერთად!" Space X-ისა და Tesla-ს მფლობელს მოთამაშეები pump and dump-ში, ანუ წახალისებასა და შემდგომ 'გადაგდებაში' ადანაშაულებენ. ბილ პერკინსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მას დიდად არც პოკერი გაეგება და არც კრიპტოვალუტები, ის აშკარად ხედავს უარყოფით ენერგიას და დინამიკას, რომელიც მასკის რიტორიკითაა გამოწვეული. 

რუმები

ქართული უცხოური