დენიელ ნეგრანუ და ფილ ჰელმუტი ერთმანეთს ჰედს-აპ მატჩში დაუპირისპირდებიან

ცოტა ხნის წინ, $200/$400 ლიმიტზე, დენიელ ნეგრანუ დაგ პოლკთან გამართულ ხანგრძლივ ჰედს-აპში დამარცხდა. კანადელის დანაკლისმა $1.2 მილიონ დოლარს გადააჭარბა, მაგრამ როგორც ჩანს, ის გაჩერებას არ აპირებს.

ნეგრანუს თამაში ფილ ჰელმუტმა გააკრიტიკა და თქვა, რომ ის "ცეცხლს ცეცხლით ებრძოდა, მაშინ როცა ცეცხლთან დენიელი უნდა ყოფილიყო." ჰელმუტის ასეთმა კომენტარმა ნეგრანუს გაღიზიანება გამოიწვია: "ფილ, როგორც შენ ამბობდი, თამაში არ გინახავს, მაგრამ აზრის გამოხატვისგან თავი მაინც არ შეგიკავებია. შემიძლია, გეთამაშო ნებისმიერ ლიმიტზე, ლაივ თუ ონლაინ მაგიდასთან, რამდენი დარიგებაც გინდა." 

ნეგრანუსა და ჰელმუტის მეგობრობა ათწლეულებს ითვლის, მაგრამ მეგობრობის გამო მათ არასდროს შეუკავებიათ თავი ერთმანეთზე მკვეთრი განცხადებების გაკეთებისგან. ნეგრანუს პასუხად, ჰელმუტმა ტრადიციული ამბიციური განცხადება გამოაქვეყნა: "ჩემი უკანასკნელი 30 ჰედს-აპიდან 29 მოვიგე. ასევე მოვიგე უკანასკნელი ჰედს-აპ ტურნირიც." 

მიუხედავად იმისა, რომ ჰელმუტის ასეთი ტრაბახი უცხო არ არის, ის სიმართლეს ლაპარაკობს: WSOP-ის 15 ოქროს სამაჯურის გარდა, მას მართლაც შთამბეჭდავი ჰედს-აპ კარიერა აქვს, თუმცა, არა ქეშ-გეიმებში, არამედ ტურნირებში. ბოლო დიდი გამარჯვება ჰელმუტმა ანტონიო ესფანდიარის წინააღმდეგ იზეიმა, როცა მან Magician-ს $350.000 დოლარი მოუგო. როგორც ჰელმუტი ამბობს, მან დაგ პოლკსაც შესთავაზა ჰედს-აპ მატჩი, მაგრამ ნეგრანუსთან თამაშის შემდეგ, პოლკმა ხანგრძლივი ან სამუდამო შვებულება აიღო. ჯერჯერობით, უცნობია სად და როდის გაიმართება ორი გიგანტის დაპირისპირება. 

რუმები

ქართული უცხოური