ჯასტინ ბონომომ GGPoker-ის Super MILLION$ მოიგო

პოკერის სამყაროში ძალიან ცოტა ტურნირი თუ მოიძებნება, რომელიც ჯასტინ ბონომოს არ აქვს მოგებული. ამ სიიდან GGPoker-ის Super MILLION$-იც შეგვიძლია გადავხაზოთ. $10.300 დოლარიანი ღონისძიება 35-ედ ჩატარდა და მისი მოგებისთვის ბონომომ $430.646 დოლარი მიიღო.

Super MILLION$ ძვირადღირებული ტურნირია, რომელზეც საუკეთესო მოთამაშეები იკრიბებიან. მისი მოგება მართლაც რთული საქმეა: თანამედროვე პოკერის ამომავალ ვარსკვლავს, ნიკლას ასტედტს 35-ივე ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 9 შემთხვევაში ფინალურ მაგიდაზე ითამაშა, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა ამ დრომდე ვერ შეძლო. ნიკლას ასტედტმა ბოლო ტურნირის ფინალურ მაგიდაზეც მიაღწია, მაგრამ ის ნიკ პეტრანგელოს KQ-ს ემსხვერპლა, როცა მისმა AJ-მა ფლოპზევე დაკარგა შანსები. 

ნიკ პეტრანგელოს შემდეგი მსხვერპლი კიდევ ერთი ცნობილი მოთამაშე, დევიდ იანი იყო. იანი ორმხრივი სთრეით დროთი პეტრანგელოს AQ-ს დაუპირისპირდა, მაგრამ გაუმჯობესება ვერ შეძლო და თამაშს მე-6 პოზიციიდან გამოეთიშა, რომლისთვისაც $117.405 დოლარი მიიღო. ფინალური მაგიდის ერთადერთი მონაწილე, რომელსაც ტურნირი ერთხელ უკვე ჰქონდა მოგებული, არტურ მარტიროსიანი იყო. $152.256 დოლარიანი ანაზღაურებით, ის დევიდ იანს მიჰყვა ფეხდაფეხ. 

თავად ნიკ პეტრანგელო ჯასტინ ბონომოსთან დაპირისპირებაში დამარცხდა და ტურნირს მე-3 პოზიციიდან გამოეთიშა. ფინალურ ჰედს-აპში რუსი ონლაინ მოთამაშე, RRomashka და ჯასტინ ბონომო დარჩნენ. მართალია, ბონომოს მთავარი ჯილდო შეხვდა, მაგრამ ტურნირი ნამდვილ ზეიმად სწორედ მისი რუსი მეტოქისთვის იქცა: თუ ტურნირში მონაწილეობა ბონომოს $10.300 დოლარი დაუჯდა, RRomashka-ს $332.073 დოლარიანი ანაზღაურება საკვალიფიკაციო სატელიტის დამსახურება იყო, რომელშიც მან სულ რაღაც $100 დოლარი გადაიხადა. 

რუმები

ქართული უცხოური