ტომ დუანი ფილ ჰელმუტის 2008 წლის რეპლიკას პასუხობს

ცოტა ხნის წინ, ნიკ შულმანის პოდკასტს ტომ დუანი ეწვია. წყვილმა ხანგრძლივი სესია ჩაწერა, სადაც დუანი ისეთ პერსონალურ კითხვებს პასუხობს, როგორიც მისი კარიერის ყველაზე დიდი დარიგება, ან ჩინურ მაფიასთან ურთიერთობაა. 

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ყველას აინტერესებს, დუანისა და ფილ ჰელმუტის ურთიერთობაა. 2008 წელს, NBC-ზე გამართულ National Heads-up Poker Championship-ის მსვლელობისას, AA-ით დუანის 1010-თან წაგების შემდეგ, ფილ ჰელმუტმა მეტოქეს შემდეგი წინადადებით მიმართა: "ვნახოთ, 5 წელში კიდევ თუ იქნები თამაშში..." სწორედ მაშინ დაიწყო ორი მოთამაშის დაპირისპირება მაგიდის მიღმა. ნიკ შულმანმა სტუმარს სწორედ ეს ეპიზოდი გაახსენა.

- დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოს, რას ეტყოდი ამ წინადადების პასუხად ფილ ჰელმუტს?

- არაფერსაც ვეტყოდი. არ მგონია, რომ პირველი ადამიანი ვიყო, ვინც ჰელმუტის ასეთმა დამოკიდებულებამ შეაწუხა. რაც უფრო ახლოს გავიცანი, მით უფრო აღმოვაჩინე, რომ ის იგივე ადამიანია კამერებს მიღმა, მაგრამ ის საოცარი გულის პატრონია.

- ცოტა ხნის წინ, ვნახე, როგორ გადაყარა ჰელმუტმა 'ბატონიდან' J10, თანაც დარიგებაში, სადაც რეიზი არავის ჰქონდა გაკეთებული. წარმოუდგენლად თაითია, რაც ჩემთვის გაუგებარია. შეუძლებელია, ფიქრობდეს, რომ ასეთი თამაში სწორია. შენი აზრით, რატომ იქცევა ასე?

- წარმოდგენა არ მაქვს. ის საკმაოდ ჭკვიანია, როცა საქმე პოკერს ეხება, მაგრამ პერიოდულად ასეთ უცნაურ გადაწყვეტილებებს ღებულობს. მგონი, ფიქრობს, რომ სხვებზე არა 20%-ით, არამედ 4-ჯერ უკეთესია, რაც ასეთი გაუგებარი გადაწყვეტილებების სისწორეში არწმუნებს. მაგრამ მასთან თამაში მიყვარს. როგორც წესი, თაითი მოთამაშეები მოსაწყენები არიან, მაგრამ ჰელმუტი გამონაკლისია. 

რუმები

ქართული უცხოური