ტურნირიდან გავარდნილი მაიკ მატუსოუ მოთამაშეს დაემუქრა

პანდემიის გამო, WSOP უცნაურ ფორმატში - ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. ისეთმა მოთამაშეებმა, როგორებიც დენიელ ნეგრანუ და მეტ სტაუტი არიან, გულშემატკივრებისთვის ლაივ სტრიმები ჩართეს, სადაც მაყურებელს თამაშის ნახვასთან ერთად, უშუალოდ მთავარი გმირების კომენტარების მოსმენის შესაძლებლობა აქვთ. 

ნეგრანუსა და სტაუტს არ ჩამორჩა ლეგენდარული მაიკ მატუსოუ, რომელმაც თავისი Youtube-ის არხი მთლიანად WSOP-ის დაუთმო. ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა, სანამ მატუსოუმ მე-5 ივენთის, $1.000 დოლარინი ფრიზაუტის ტრანსლირება არ დაიწყო. ბიგ ბლაინიდის პოზიციაზე, მას AQ დაურიგრდა და სმოლ ბლაინდიდან გაკეთებულ რეიზს, რირეიზით უპასუხა. დაბალკარტიან ბორდზე, მეტოქემ ჩექი გააკეთა, რასაც მატუსოუს ოლ ინი მოჰყვა. როგორც გაირკვა, ის AA-ის მახეში გაება, რომელიც მის AQ-ის არანაირ შანსს აღარ უტოვებდა. 

მატუსოუს განსაკუთრებული გაღიზიანება ორმა ფაქტმა გამოიწვია: მან არ იცოდა, რომ ტურნირი ფრიზაუტ ფორმატში მიმდინარეობდა და რე-ბაის ვეღარ გააკეთებდა; მაგრამ რაც მთავარია, ის სლოუროლმა გააღიზიანა - მოწინააღმდეგეს 15 წამი დასჭირდა ქოლის გასაკეთებლად. 

"ეს დედამო^&*%ლი! ტრ%$ში უნდა მო%&$ნა ეს ნაბიჭვარი! - ყვიროდა მატუსოუ ყველას გასაგონად, - ჩაინიშნეთ მისი სახელი - wolverine17. გავარკვევ ვინაა ეს ნაბიჭვარი და მოვძებნი. ავაკრავ კედელზე და ვეტყვი, რომ ისევ თუ ეცდება ჩემთვის სლოუროლის გაკეთებას, ცემაში მოვკლავ!"

მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. მატუსოუმ $50 დოლარიანი ჯილდო დააწესა მისთვის, ვინც wolverine17-ის ვინაობას გაარკვევდა. WSOP-ის მონაწილეთა ვინაობა დაფარული არაა და მათი სახელების ნახვა ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი. როგორც გაირკვა, wolverin17 სულაც არ იყო სუპერძალებით დაჯილდოებული, ჰიუ ჯეკმანის მიერ განსახიერებული უკვდავრი გმირი. ის მეგან მილბარნი იყო - ახალგაზრდა მოთამაშე აღმოსავლეთ სანაპიროდან, რომლის ანგარიშზეც $65.000 დოლარიანი შემოსავალია. 

"მე ქალს არასდროს დავარტყამ, - ამაყად განაცხადა მატუსოუმ, - თუ მას შევხვდი, მხოლოდ ავუხსნი, როგორი მუ$%^იცაა." მატუსოუმ ახალგაზრდა ქალის ტვიტერს მიაკითხა, მაგრამ პოსტები მალევე წაშალა. 

მის ასეთ გამოხტომაზე მოთამაშეებს ძალიან მძიმე რეაქცია ჰქონდათ. არი ენგელმა, ჯეისონ ვილერმა და სხვა ცნობილმა მოთამაშეებმა მატუსოუ მკაცრად გააკრიტიკეს, რის შემდეგაც ამერიკელი მოთამაშე იძულებული იყო, ბოდიში მოეხადა: "ბოდიშს ვუხდი ყველას. თქვენ იცით, როგორი იდიოტიც ვარ ხოლმე."

 WSOP-ის დირექტორმა, თაი სტუარტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ ისინი ვერ აკონტროლებენ სხვა პლატფორმებზე გავრცელებულ ინფორმაციას, მაგრამ მოთამაშის შეურაცხყოფის შემთხვევაში, ისინი მკაცრ ზომებს მიიღებდნენ. ჯერჯერობით, მატუსოუსთვის არანაირი სანქცია არ დაწესებულა. 

რუმები

ქართული უცხოური