ონლაინ კაზინო Skillz $5.9 მილიონიან სკანდალში გაეხვა

ამერიკის ორი მოქალაქე, რომლებიც ჰაი სტეიკს გემბლინგში იყვნენ ჩართულები, $1.5 მილიონიანი დანაკარგის გამო, Skillz-ს სასამართლოში უჩივიან. მაკ ვერსანდიგი ადვოკატია, რომელიც მაიკ პოსტელის სკანდალში გახვეულ და დაზარალებულ ათეულობით მოთამაშეს წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ, მან სასამართლოს კიდევ ერთი საჩივრით მიმართა. ამ შემთხვევაში, ის ჯონ პრინანოსა და ალისა ბოლის ინტერესებს წარმოადგენს. 

19 წლის ალისა ბოლი ნევადაში ცხოვრობს. მისი მტკიცებით, Skillz-ის საიტზე, Blitz21-ის თამაშისას, მან $650.000 დოლარი თაღლითური სქემის გამო წააგო. ერთადერთი რამ, რაც Skillz-ის ადმინისტრაციამ ბოლის საჩივრის შემდეგ გააკეთა, სავარაუდო თაღლითის სიტყვიერი გაფრთხილება იყო. ამას მოვლენების კიდევ უფრო მძიმე განვითარება მოჰყვა. 

ალისა ბოლმა, ინსტაგრამის მეშვეობით, Skillz-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ენდრიუ ფერედაიზთან დაკავშირება სცადა, რის შემდეგაც პლატფორმის ხელმძღვანელისგან არაადეკვატური და შეურაცხმყოფელი მესიჯი მიიღო: "სადმე შევხვედრივართ? იმდენად ლამაზი ხარ, რომ ჩვენი შეხვედრა აუცილებლად მემახსოვრებოდა. აუცილებლად უნდა ვნახოთ ერთმანეთი. მე ვეგასში ვარ." 

ამის შემდეგ იყო კითხვები, რომლის შინაარსი დაახლოებით ასე ჟღერდა: "მოგწონს თუ არა უფროსი კაცები?" ალისა ბოლმა მიმოწერა გაასაჯაროვა, რის პასუხადაც ადმინისტრაციამ მისი ექაუნთი დაბლოკა და კუთვნილი $28.000 დოლარიანი ბალანსის ანულირება და მითვისება მოახდინა. 

მეორე შემთხვევა ჯონ პრინანოს ეხება, რომელიც იგივე თაღლითის მსხვერპლი გახდა და $950.000 დოლარი დაკარგა. პრინანოს ისტორია აქ არ მთავრდება. ისე როგორც სხვა გემბლინგ საიტზე, მომხმარებლებს Skillz-ზეც ეძლევათ წამახალისებელ აქციებში ჩართვის შესაძლებლობა. პრინანონმ საკმარისი ქულები დააგროვა, რათა მისთვის $60.000 დოლარად შეფასებული პორშე ბოქსტერი გადაეცათ. როცა მან კუთვნილი ჯიდლო მოითხოვა, მოულოდნელად, საიტის ადმინისტრაციამ საჭირო ქულების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო პრინანოს ექაუნთი, წინა შემთხვევის მსგავსად, გააუქმა და მის ბალანსზე არსებული $286.000 დოლარი მიისაკუთრა.

ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულები $5.9 მილიონ დოლარს ითხოვენ და ონლაინ კაზინოს ადმინისტრაციას 11 მუხლიან ბრალს ედავებიან.  

რუმები

ქართული უცხოური