აიზიკ ჰექსტონმა პოკერის პოსტ-პანდემიურ გარემოზე ისაუბრა

აიზიკ ჰექსტონი პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი მოთამაშეა, რომელმაც ონლაინ და ლაივ თამაშებში ერთნაირად სტაბილური წარმატება აჩვენა. ცოტა ხნის წინ, საკუთარ ბლოგზე, მან პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პოსტ-პანდემიურ მდგომარეობაზე და მოთამაშეების ჯანმრთელობის შესაძლო რისკებზე ისაუბრა. 

"თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მომენატრა ლაივ პოკერი, - წერს ჰექსტონი, - ძალიან მაკლია მაგიდასთან ჯდომა, ხელით ჩიპების არევა, ბევრი ყავის სმა და ხანგრძლივი სესიები, 12 საათიან ინტერვალს რომ ერთ ამოსუნთქვად მოგაჩვენებს."

კოვიდ-19-ით გამოწვეულმა გართულებებმა ყველა სფერო მოიცვა. გამოქვეყნებულ რიცხვებს და ყოველდღიურ განახლებებს თუ შევხედავთ, ნაკლებსავარაუდოა, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება. ჰექსტონის მთელი ყურადღება იმ პერიოდზეა გადატანილი, როცა შეზღუდვები მოიხსნება და ადამიანებს ლაივ ტურნირებსა და ქეშ-გეიმებზე დასწრების საშუალება ექნებათ. მისი აზრით, ეს დაავადების გავრცელების იდეალური გარემო იქნება: გარდა იმისა, რომ დისტანციის დაცვა იქნება შეუძლებელი, მოთამაშეები ჩიპებსა და კარტებს გამუდმებით შეეხებიან, რომლებიც წრეში იტრიალებენ. 

"პოკერის მოთამაშეები ვმოგზაურობთ, თვითმფრინავით ვმგზავრობთ, ტაქსებს ვიყენებთ, უცხო გარემოსთან გვიწევს შეხება, ცუდად გვძინავს და არასწორად ვიკვებებით. ჩვენი იმუნური სისტემა ისედაც რისკის ქვეშაა" - ამბობს ჰექსტონი. სავარაუდოდ, ვირუსთან დაკავშირებული სირთულე მანამ იარსებებს, სანამ მეცნიერები ვაქცინას არ შექმნიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალურ აქტივობაში ჩართული ადამიანების ჯანმრთელობა კვლავ დაუცველი რჩება. 

რუმები

ქართული უცხოური