დენიელ ქეითსი პროფესიონალური პოკერიდან წასასვლელად ემზადება

სანამ დენ ბილზერიანი და ბილ პერკინსი ონლაინ პოკერის სკანდალთან დაკავშირებით ხმაურიან დეტალებს არკვევდნენ, დენიელ ქეითსმა ახალი ბლოგ-პოსტი გამოაქვეყნა. მოთამაშემ თვითიზოლაციისა და პანდემიით გამოწვეული რთული პერიოდები გაიხსენა და მის ყოველდღიურ რუტინაზე ისაუბრა. 

"მე, მალე, ლონდონის პარკების ქრისტოფერ კოლუმბი გავხდები" - წერს ქეითსი და ყვება, თუ როგორ აღმოაჩინა ლონდონში მდებარე პარკების ბუნება, მათი ბინადარი ცხოველები და ფრინველები. პანდემიით გამოწვეული თვითიზოლაციის წესების პარალელურად, ლონდონის მერიამ დედაქალაქის მაცხოვრებლებს ერთსაათიანი სეირნობის უფლება მისცა, რაც ქეითსმა აშკარად სრულფასოვნად გამოიყენა.

გარდა ამისა, თვითიზოლაცია სასარგებლო აღმოჩნდა საშინაო საქმეების მხრივ, რაც პანდემიამდე მილიონერი მოთამაშისთვის ნაკლებმიმზიდველი ჩანდა: "მე ჩემი შინაური დენ ქეითსი გამოვუშვი, ანუ ვისწავლე საჭმლის მომზადება, ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენება, ოთახის დასუფთავება და დალაგება და ა.შ." როგორც ჩანს, ქეითსი 'გამოსწორების' გზას ადგას, რადგან საშინაო საქმეებთან ერთად, მოთამაშემ ვარჯიში დაიწყო, ჯანსაღ კვებაზე გადავიდა და დროს ფილოსოფიისა და ლოგიკური აზროვნების შესწავლას უთმობს. 

რაც შეეხება უშუალოდ პოკერს: "ჰო, გარდა ამ ყველაფრისა, ვთამაშობდი კიდეც. რამდენი მოვიგე? - ვერც ვერაფერი. პოკერის სკანდალში გავეხვიე, რომელმაც ფულზე მნიშვნელოვანი რამ მომცა - გამოცდილება! პოკერი დიდად აღარ მაინტერესებს. ის ჩემს ამბიციებს ვეღარ აკმაყოფილებს. პოკერი, რა თქმა უნდა, კვლავ მიმაჩნია, რომ ფულის გამომუშავების და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების კარგი საშუალებაა, მაგრამ მას დიდი ცვლილებები მაინც არ მოაქვს. თამაშისთვის თავის დანებებას არ ვაპირებ, მაგრამ ჩემი ინტერესები აშკარად სხვა მიმართულებით მიდის და მეც სხვა მოვლენებზე გადავერთვები... რა თქმა უნდა, თუ დიდი თამაში არ გამოჩნდება ხოლმე. თვითიზოლაციის დროს რასაც ვაკეთებდი, სწორედ პოკერისგან დამოუკიდებელი სფეროებისთვის მზადება იყო."

რუმები

ქართული უცხოური