Run It Once-ზე კორონავირუსით დაზარალებული ოჯახებისთვის საქველმოქმედო ტურნირი გაიმართა

თუ პოკერის მოყვარულებს ლაივ თამაშებზე ხელი არ მიუწვდებათ, სულაც არ ნიშნავს, რომ მათ კარგი საქმის კეთება არ შეუძლიათ. კვირის დასაწყისში, დენ სმითმა Run It Once-ის ონლაინ პლატფორმაზე საქველმოქმედო ტურნირი დააანონსა, რომელიც COVID-19-ისგან დაზარალებული ოჯახების დახმარებას ისახავდა მიზნად. 

ჰედს-აპ ტურნირი გუშინ გაიმართა. შემოწირულობები ორგანიზაცია GiveDirectly-ის გადაეცა, რომელიც ფინანსურ სახსრებს პირდაპირ ადრესატებს აწვდის. შესაბამისად, შეგროვებული თანხა იმ ოჯახებს მოხმარდებათ, რომლებმაც პანდემიის გამო ან სამსახურები დაკარგეს, ან ფინანსური პრობლემები გაუჩნდათ. როგორც GiveDirectly-ის წარმომადგენლები ამბობენ, უმეტეს შემთხვევაში, დახმარებას მარტოხელა დედები საჭიროებენ. "კორონავირუსის გავრცელებამ და ეკონომიკაში შექმნილმა პრობლემებმა, პირველ რიგში, მოწყვლად ოჯახებს დაარტყეს, - ამბობენ GiveDirectly-ში, - ზოგიერთ მათგანს ურთულესი არჩევანის გაკეთება უწევს საკვებს, ბინის ქირასა და სამედიცინო მომსახურებას შორის."

ჰედს-აპ ღონისძიებაში მონაწილეობა დონაციიის შემდეგ შეიძლებოდა. სპეციალური პროგრამა დონორებს შემთხვევითი შერჩევის წესით არჩევდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ღონისძიებაში 32 მოთამაშე მონაწილეობდა, მაგრამ საქველმოქმედო ფონდში ფული გაცილებით მეტმა ადამიანმა გადარიცხა. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა თანხის აკუმულირება შეძლეს ქველმოქმედების ინიციატორებმა, მაგრამ ვიცით, რომ პარასკევის მონაცემებით ფონდისთის $250.000 დოლარი იყო შეგროვებული. 

ტურნირში მონაწილეობა სემ და ლუკ გრინვუდებმა, ბენ სალსკიმ, WSOP Main Event-ის ჩემპიონმა - ჯონ სინმა, დენიელ დვორესმა, ფილ გალფონდმა, დენ სმითმა, დენიელ ქეითსმა და სხვა ცნობილმა მოთამაშეებმა მიიღეს. ტურნირის გამარჯვებული ბობ ვენსი გახდა. 

რუმები

ქართული უცხოური