უცნაური ქულერი შორთ-დექის ტურნირზე

რამდენიმე დღის წინ, სოჭში მიმდინარე PartyPoker live MILLIONS-ზე საინტერესო დარიგება შედგა. $50.000 დოლარიანი შორთ-დექის ივენთზე, ფილ აივი სემ გრინვუდს დაუპირისპირდა. უშუალოდ თამაშში ჩართული მხარეებისთვის გაუგებარი არაფერი ყოფილა, მაგრამ კომენტატორები და მაყურებლები, მათ შორის Dusk Till Dawn-ის მფლობელი, რობ იონგი ძალიან დაიბნენ. 

ფილ აივის AA, ხოლო სემ გრინვუდს K8 დაურიგდა. A8Q ფლოპმა აშკარა გახადა, რომ დარიგება ნამდვილ ფეიერვერკად გადაიქცეოდა. თერნზე A დაიდო, რაც ფილ აივის ქუადსს აძლევდა. ვაჭრობის უკანასკნელ რაუნდზე მოთამაშეებმა J მიიღეს, რაც სემ გრინვუდისთვის ფლეშის დასრულებას ნიშნავდა. აივის ოლ ინს გრინვუდის მომენტალური ქოლი მოჰყვა. 

რატომაა ეს დარიგება უცნაური, ან რატომ შეიძლება დავარქვათ ქულერი? როგორც წესი, ულიმიტო ჰოლდემში, ფულ ჰაუსი ადვილად უგებს ფლეშს. შორთ-დექში კი, რომელიც ტეხასური ჰოლდემის სახეობაა, შემცირებული კარტების რაოდენობით, ფლეში ფულ ჰაუსს ამარცხებს. როცა შორთ-დექის თამაშისას, A8QAJ ბორდზე ერთმანეთს AA და K8  უპირისპირდებიან, სიტუაცია ასე შეიძლება დავინახოთ: ფილ აივის მხოლოდ როიალ ფლეშის უნდა ეშინოდეს, რაც ნაკლებსავარაუდოა. სემ გრინვუდი კი მხოლოდ ქუადსთან მარცხდება, რაც ასევე ნაკლებსავარაუდოა. ამიტომაც, ორივე მოთამაშე, პრაქტიკულად, ვალდებული იყო სტეკი მაგიდის ცენტრში მოექციათ.  გრინვუდის მომენტალური ქოლიც სწორედ ამ ფაქტითაა გამოწვეული.თუმცა, ამ შემთხვევაში ყველაფერი მისთვის სავალალოდ განვითარდა. 

შორთ-დექი იმდენად ჰგავს ტეხასურ ჰოლდემს, რომ მაყურებლებს ხშირად ავიწყდებათ პატარა ნიუანსები და ხშირად არასწორი წარმოდგენა ექმნებათ. 

 

რუმები

ქართული უცხოური