სოჭის Super High Roller-ზე ფილ აივი ჰედს-აპში დამარცხდა

როგორც წესი, ფილ აივისთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი სიახლეები მის სასამართლო საქმეს ეხება. ამჯერად, აივიმ პოკერის გულშემატკივრებს თავი იმით შეახსენა, რის გამოც მან მილიონობით ადამიანის სიყვარული დაიმსახურა. 

სანამ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, რომელიც პოკერის საერთაშორისო ტურნირებსაც შეეხო, რუსები უკან დახევას არ აპირებენ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიუხედავად, პოკერის მასშტაბურ ტურნირებს მასპინძლობენ. სწორედ ამ დღეებში, სოჭში PartyPoker-ის სატურნირო სერია იმართება. 

სერიების ფარგლებში, გუშინ $50.000 დოლარიანი Short Deck High Roller ჩატარდა, რომელზეც 50 მონაწილე დარეგისტრირდა. 50-ე ენტრანტი პოკერის მალაიზიელი ამომავალი ვარსკვლავი, ვაი კინ იონგი იყო. სწორედ იონგი აღმოჩნდა ტურნირის უკანასკნელი მოთამაშე. ფინალურ ჰედს-აპში მან ლეგენდარული ფილ აივი დაამარცხა და ბანკროლი $800.000 დოლარით შეივსო. მე-2 ადგილისთვის, აივის $525.000 დოლარი შეხვდა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, აივიმ $25.000 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ივენთზე მე-7 ადგილი დაიკავა და $72.500 დოლარი მიიღო. 

ვაი კინ იონგისა და ფილ აივის, სემ გრინვუდი და კერი კატზი ფეხდაფეხ, მე-3 და მე-4 ადგილებზე მიჰყვნენ. ფინალურ მაგიდაზე ასევე ითამაშა პოლ ფუამაც, რომელიც მე-8 ადგილს და $100.000 დოლარს დასჯერდა. 

რუმები

ქართული უცხოური