დენიელ ქეითსმა PartyPoker-ის საკვირაო ტურნირი მოიგო

დენიელ ქეითსი ლას ვეგასში გამართული ძვირადღირებული ქეშ-გეიმების რეგულარული მონაწილეა. როგორც წესი, Bellagio-ში არსებული Bobby's Room-დან ინფორმაცია მოთამაშეების შემოსავლებისა და დანაკარგების შესახებ არ ხმაურდება. სამაგიეროდ, ქეითსი ონლაინ ტურნირებში გააქტიურდა, რაც გულშემატკივრებს მისი თამაშისა და შედეგებისთვის თვალყურის დევნების შესაძლებლობას აძლევს. 

PartyPoker-ზე, კვირა საღამოს ტრადიციული ტურნირების სერია გაიმართა, საიდანაც ერთ-ერთი ღონისძიება, $5.200 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ივენთი დენიელ ქეითსმა მოიგო. 119 ენტრანტიდან, ფულში შესვლა PartyPoker-ის გუნდის 2 მოთამაშე - რობერტო რომანელო და ანატოლი ფილატოვი მოხვდნენ. რომანელომ მე-12 ადგილზე გასვლა და $13.000 დოლარის მოგება მოახერხა, ხოლო ფილატოვმა ფინალურ მაგიდაზე ითამაშა და მე-6 ადგილისთვის $27.663 დოლარი მიიღო. 

პირველი ადგილისთვის ბრძოლაში, დენიელ ქეითსმა, ონლაინ რეგულარი - CalmDownMan დაამარცხა და $135.552 დოლარის მფლობელი გახდა. რობერტო რომანელომ კიდევ ერთი ტურნირის, $1.050 დოლარიანი Sunday Masters-ის მე-5 ადგილი დაიკავა, $7.345 დოლარიანი ანაზღაურებით. მას ერთი პოზიციით გაუსწრო კრისტენ ბიკნელმა, რომელიც ასევე PartyPoker-ის პროფესიონალთა გუნდის წევრია. 

რუმები

ქართული უცხოური