"სულელური ბლეფი გავაკეთე, ჩემი ბრალი იყო" - ფილ ჰელმუტი WSOP მეინ ივენთს გამოეთიშა

დაახლოებით ერთი კვირის წინ, ფილ ჰელმუტი Golden State Warriors-ის მფლობელთან ერთად პერუში გაფრინდა, სხვადასხვა ტურისტული ლოკაციის დასათვალიერებლად. როგორც თავად ყვებოდა, ასეთი მოგზაურობის საშუალება ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ თუ მიეცემოდა. პოკერის გულშემატკივრები იმასაც კი შიშობდნენ, ჰელმუტი WSOP-ის მეინ ივენთსაც გააცდენსო. ეს ასე არ მოხდა: WSOP-ის 15 ოქროს სამაჯურის მფლობელი მეინ ივენთის მეორე დღეს დარეგისტრირდა და თამაში კარგადაც დაიწყო, მაგრამ მოგზაურობამ და გადაღლილობამ თავისი გაიტანა... 

60.000-იანი სტეკი ჰელმუტმა 70.000-მდე გაზარდა. თითქოს, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ გამოუცდელ მოთამაშესთან რთული ბლეფის შემდეგ, ჰელმუტის სტეკი 20 ბიგ ბლაინდს ჩამოცდა. მან სამჯერ გაისროლა დიდი ბეთი, იმის იმედად, რომ გაწყვილებულ ბორდზე მეტოქეს შეაშინებდა და ორ წყვილს დააყრევინებდა. რივერზე ჰელმუტმა სწრაფი ოლ ინი გააკეთა, რათა მეტოქე საკუთარი ხელის უპირატესობაში დაერწმუნებინა. კოუ ვანგმა მოწინააღმდეგეს კიდევ უფრო სწრაფი ქოლით უპასუხა და ორი წყვილით დიდი დარიგების გამარჯვებული გახდა. 

როგორც წესი, ფილ ჰელმუტი საკუთარ მარცხს სხვებს აბრალებს და სხვების შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას. ამ შემთხვევაში, ყველაფეერი სხვაგვარად მოხდა. 

"მე ვერავის დავადანაშაულებ, - ყვება ფილ ჰელმუტი, - სულელური ბლეფი ვცადე. მოწინააღმდეგემ არაჩვეულებრივი ქოლით მიპასუხა, ამიტომაც ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებ. მეინ ივენთზე ისეთ ადამიანებთან გიწევს დაპირისპირება, ვინც ხშირად არ თამაშობს. როცა ჩახლართულ ბლეფს აკეთებ, შესაბამისი რეაქცია არ გხვდება. ეს ჩემი შეცდომა იყო, წინასწარ უნდა გამეთვალისწინებინა."

როგორც ჰელმუტი ამბობს, მას საკუთარი თამაშის გადაწყობა აქვს განზრახული. ის დანებებას არ აპირებს და მე-16 სამაჯურისთვის ბრძოლას კვლავ აგრძელებს. 

რუმები

ქართული უცხოური