ლუკ შვარცმა პირველი ოქროს სამაჯური მოიგო

მაღალ ლიმიტებზე თამაშის გარდა, ლუკ შვარცი იმითაც გახდა ცნობილი, რომ მოწინააღმდეგეების მიმართ არანორმატიულ ლექსიკას და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა. ამ მიმართულებით, მან ფილ ჰელმუტს აშკარად გაუსწრო. 

თუმცა, ბოლო ტურნირზე მის მოთმინებას და ნერვებს მნიშვნელოვანი გამოცდა მოუწყვეს: რამდენიმესაათიანი ფინალური სამეულის შემდეგ, ლონდონელი მოთამაშე კარიერაში პირველი ოქროს სამაჯურისა და $273.336 დოლარის მფლობელი გახდა. "კარგი შეგრძნება ყოფილა, - ამბობს ლუკ შვარცი WSOP-ის ოქროს სამაჯურზე, - თუ პოკერის მოთამაშე ხარ, ასეთი ნივთის ფლობა ნამდვილად კარგი რაღაცაა."

ლუკ შვარცი, როგორც წესი, ქეშ-გეიმ მოთამაშედ ითვლება, მაგრამ $10.000 დოლარიანი 2-7 Lowball Triple Draw-ის ივენთი მაინც ვერ გამოტოვა, რადგან როგორც თავად ამბობს, "2-7" მისი ერთ-ერთი საყვარელი თამაშია, რომელზეც თავს ვერასდროს იკავებს. ფინალურ სამეულში ის თავის ძველ მეტოქეს, იოჰანეს ბეკერს დაუპირისპირდა: "ის საუკეთესოა! ყველამ იცის, რომ ის "2-7"-ის საუკეთესო მოთამაშეა."

ქეშ-გეიმებზე მოგებული თანხა, როგორც წესი, დაუთვლელია, რადგან სტატისტიკები მხოლოდ ტურნირებზე იწარმოება. როგორც სავარაუდო იყო, ლუკ შვარცის მთავარი მოტივატორი ოქროს სამაჯური იყო: "საპრიზო ადგილებისთვის და ანაზღაურებისთვის არც შემიხედავს. მთავარი იყო, სამაჯური მომეგო."

რუმები

ქართული უცხოური