PartyPoker-მა 277 ბოტი გამოააშკარავა

მსოფლიოს რიგით მე-2 ყველაზე დიდი პოკერ-რუმი მნიშვნელოვან განცხადებას ავრცელებს: PartyPoker-ის 9 აპრილის პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 31 მარტამდე, 4 თვის განმავლობაში, კომპანიის უსაფრთხოების დეეპარტამენტმა 277 ბოტი გამოავლინა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოთამაშეებს, ვინც ბოტების საქმიანობისგან დაშავდნენ, $734.852 დოლარის ზარალი აუნაზღაურდათ. 

დიდი პოკერ-რუმები მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ყოველთვის ზრუნავენ. ამისთვის ისინი სხვადასხვა ანალიტიკურ პროგრამებს იყენებენ, მაგრამ PartyPoker-მა უსაფრთხოება სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა: კომპანიამ Poker Fraud Team შექმნა, რომელიც ძირითადად ძველი პროფესიონალი მოთმაშეებითაა დაკომპლექტებული. ისინი დეტალურად სწავლობენ საეჭვო ექაუნთების თამაშის სტილს, მანევრირებას, ბეთ საიზინგს და სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს. 

როგორც PartyPoker-ის მენეჯმენტი ამბობს, საეჭვო ექაუნთების 75%-ის გამოააშკარავება და დახურვა სწორედ ახალი გუნდის მუშაობის შედეგია. პოკერ-რუმი გეგმავს, რომ პროფესიონალი მოთამაშეების გამოცდილება სხვა საეჭვო საქმიანობის გამოსავლენადაც გამოიყენოს, როგორიც, მაგალითად, აკრძალული პროგრამების გამოყენებაა. მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა გუნდურ თამაშს - ე.წ. "თიმ ფლეის", რომელიც მოთამაშეთა გარკვეულ რაოდენობას გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებს. 

რუმები

ქართული უცხოური