პატრიკ ანტონიუსმა თავისივე სახელობის ტურნირი მოიგო

ესტონეთის დედაქალაქში მიმდინარე პოკერის სატურნირო სერიებზე პატრიკ ანტონიუსმა საკუთარი სახელობის ტურნირი მოიგო. რამდენიმე დღის წინ, ფინელი მოთამაშე €25.000 ევროიანი ტურნირიდან 4 რე-ბაის შემდეგ გამოვარდა. ამჯერად, მან €10.200 ევროიანი ტურნირის წარმატებით დასრულება და €78.100 ევროს მოგება შეძლო. 

ტურნირის ლაინ-აფი ხალხმრავლობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა: 10 მონაწილის რეგისტრაციის შემდეგ, 10 რე-ბაი გაკეთდა, საიდანაც 3 ანტონიუსს ეკუთვნოდა. ცნობილი მოთამაშეებიდან ტურნირში მონაწილეობას კორაი ალდემირი და რობერტ მიზრაქი ღებულობდნენ. ფინალურ ჰედს-აპში ანტონიუსმა თანამემამულე - ჯონი ჯუკიმაინენი დაამარცხა. 

ამჟამად, $12 მილიონიანი სატურნირო მოგებით, 38 წლის ანტონიუსი ფინეთის ყველაზე შემოსავლიან მოთამაშეებს შორის პირველ ადგილს იკავებს. მას ჯუა ჰელპი მიჰყვება უკან, რომელსაც ანგარიშზე $7.4 მილიონი დოლარი აქვს. $3 მილიონიანი შემოსავლით, ფინეთის რეიტინგში სწორედ ჯუკამაინენი იკავებს მე-3 ადგილს. 

რუმები

ქართული უცხოური