ვინ არის ჯეისონ კუნი? - არშემდგარი ბეისბოლისტი, რომელმაც პოკერით მილიონები იშოვა

ვინ არის ჯეისონ კუნი? ბოლო წლებში, მისი სახელი ონლაინ გამოცემების ჰედლაინებში გვხვდება. მისი პერსონა 2016 წლიდან გახდა ცნობილი, როდესაც მან მილიონების გამომუშავება დაიწყო. პოლ ფუას 'იუთუბის' არხის სტუმარი ჰაი სტეიკს გრაინდერი, ჯეისონ კუნია, რომელმაც ვრცელ ინტერვიუში პირად ცხოვრებაზე, ბავშვობასა და წარმატების იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რომლებიც პოკერთან პირდაპირ კავშირში არ არიან. ჩვენ ამ ინტერვიუს მოკლე ვერსიას გთავაზობთ. 

- ვინ გინდოდა გამოსულიყავი პატარაობისას?

- ვფიქრობდი, რომ ბეისბოლის პროფესიონალი მოთამაშე ვიქნებოდი. მიუხედავად იმისა, რომ სირბილი კარგად გამომდიოდა, სიჩქარესაც ვავითარებდი, ბეისბოლი მთავარ გადაცებად რჩებოდა?

- როგორ მოხვდი აქტიური ფიზიკური სპორტიდან სამაგიდო თამაშებში, სადაც გონება გადამწყვეტ როლს თამაშობს?

- სავარაუდოდ, ეს იმ ფაქტითაა გამოწვეული, რომ მე ვესტ ვირჯინიაში დავიბადე, ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონში. ოჯახში პირველი წევრი ვიყავი, ვინც კოლეჯი დაამთავრა. ჩემი გარშემომყოფები ფიზიკურ ძალას უფრო აფასებდნენ, ვიდრე გონებრივს და მეც მათი გავლენის ქვეშ ვიყავი. კოლეჯში მოხვედრის შემდეგ, ფასეულობები შეიცვალა. ახლა, კითხვა და სიახლის მიღება ჩემი საყვარელი გასართობია. 

- რაიმე ტრავმას ან ფიზიკურ დაზიანებას ხომ არ შეუშლია ხელი?

- არც ამის უამისობა ყოფილა. ერთ-ერთი მძიმე ტრავმის დროს, მოწყენილობით რომ არ მოვმკდარიყავით, მეგობარმა ჰოლდემი მასწავლა. შემდეგ უკვე პოკერთან დაკავშირებულ ყველა წიგნს ვყიდულობდი. 

- ტრავმა რადგან ვახსენეთ, რამე მნიშვნელოვანი დაბრკოლება თუ გადაგილახავს, რაც ასეთი სიმაღლის მიღწევაში დაგეხმარა?

- ასეთი უამრავი იყო. სიღარიბეში გავიზარდე, რაღაც დროით სახლ-კარის გარეშე დავრჩი. მამაჩემისგან ხშირად ამიტანია ფიზიკური ძალადობა, მაგრამ ოჯახის წევრები ყოველთვის გვერდით მედგნენ და მამხნევებდნენ. არც მეგონა, ასეთ დონეს თუ მივაღწევდი. ესეც საკმაოდ რთული იყო. როცა ასეთ დონეზე თამაშობ და გარშემო არავინ გყავს, ძალიან გიჭირს. საბედნიეროდ, გამოჩდნენ სწორი ადამიანები, ვისთანაც კარგი ურთიერთობა გამომივიდა და ვინც თამაშის გაუმჯობესებაში დამეხმარა. 

- მამაჩემს არასდროს ვუცემივარ, მაგრამ წარმომიდგენია, რამხელა ტკივილი და დამცირება უნდა იყოს ეს. როგორ განვითარდა შენი ურთიერთობა მამასთან?

- ურთიერთობა საერთოდ არ მაქვს, მაგრამ პატიება მაინც შევძელი. მისმა საქციელმა მიბიძგა მივსულიყავი იქ, სადაც ახლა ვარ. ძალიან მტკივნეული ბიძგი იყო, მაგრამ გაბრაზება და აგრესია მოტივაციას მიმაღლებდა. ახლა ვერ ვითმენ, რომ მე თვითონ მყავდეს შვილები, ვუყურო როგორ იზრდებიან და მივცე იმის კეთების საშუალება, რაც მათ სურთ.

- მე არც კი ვიცნობდი ჩემს ბიოლოგიურ მამას. მამინაცვალმა გამზარდა და ვთვლიდი, რომ ის იყო ჩემი ოჯახის წევრი, ვინც უამრავი რამ მასწავლა. შენ ვის თვლი მთავარ ინსპირატორად, ვინც დაგეხმარა კარიერის აწყობაში?

- სავარაუდოდ, ჩემი ოჯახის წევრებს ვიტყოდი. დედაჩემი, ჩემი ძმა, ჩემი დები - ამ ადამიანებისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი. ახლა პოკერის მოთამაშეებთან ვმეგობრობ, რომლებიც ჩემს ოჯახად იქცნენ. რამდენიმე რომ დავასახელო: აიზიკ ჰექსტონი, ფილ გალფონდი... ჩემი მეგობარი გოგო, რომელმაც წარმოუდგენლად შეცვალა ჩემი ცხოვრება. თუ ჩემს სატურნირო კარიერას გადაავლებ თვალს, მასთან ურთიერთობის დაწყების შემდეგ, ყველაფერი გაუმჯობესდა. 

სრული ინტერვიუს ნახვა ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ:

რუმები

ქართული უცხოური