ჯეფ გროსსა და ჯეიმი სტეპლსს PokerStars-მა კონტრაქტი შეუწყვიტა

PokerStars-მა პროფესიონალთა გუნდის გარდაქმნა გასულ წელს დაიწყო, როდესაც გუნდის შემადგენლობას რამდენიმე ცნობილი მოთამაშე ჩამოშორდა. ამჯერად, უდიდესი პოკერ-რუმის გუნდი ჯეიმი სტეპლსმა და ჯეფ გროსმა დატოვეს. მოთამაშეებმა 'ტვიტერზე' მცირე მიმართვა გამოაქვეყნეს, სადაც 'სტარსისა' და მათი გზების გაყოფაზე ისაუბრეს. 'სტარსის' გადაწყვეტილება ბევრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, რადგან გროსიცა და სტეპლსიც აქტიური სტრიმერები იყვნენ, ათიათასობით გამომწერით. 

როგორც PokerStars-ის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი, ერიკ ჰოლრაიზერი ამბობს, კომპანიის Twitch-ზე ორიენტირება ერთგვარი ექსპერიმენტი იყო:"Twitch-ის სტრიმერები არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებენ. მათ მართლაც დიდი აუდიენცია ჰყავთ, მაგრამ თუ ყველაფერს რეალურად შევხედავთ, PokerStars-ის მასშტაბი გაცილებით დიდია, ვიდრე რამდენიმე ათასი გამომწერი."

2016 წლიდან მოყოლებული, ჯეფ გროსმა 55.000 გამომწერის მოგროვება შეძლო. 2017 წელს ის PokerStars-ის პროფესიონალთა გუნდს შეუერთდა, მაგრამ 'სტარსის' ახალი პოლიტიკის გამო, რამდენიმე დღის წინ ის გუნდის მიღმა აღმოჩნდა. როგორც მოთამაშე ამბობს, ეს მისი კარიერის დასასრული ნამდვილად არ არის: "ჩემი აქტიური თამაში, სესიების სტრიმინგი და გულშემატკივრებთან ურთიერთობა კვლავ გაგრძელდება. PokerStars-თან თანამშრომლობა დიდი გამოცდილება იყო, რისთვისაც კომპანიას მადლობას ვუხდი." გროსმა სპეციალური მადლობა 'სტარსის' უცვლელ სახეს, დენიელ ნეგრანუს გადაუხადა. 

ლაივ ტურნირებიდან მიღებული შემოსავლებისა და გამომწერების რაოდენობის თვალსაზრისით, ჯეიმი სტეპლსი ჯეფ გროსის მასშტაბებთან ვერ მივა. და მაინც, სტეპლსის პოპულარობა სულ უფრო იზრდებოდა. მიუხედავად ამისა, PokerStars-მა მასთან გამომშვიდობება არჩია. "PokerStars-ის გუნდთან თანამშრომლობა ჩემი ოცნება იყო, რომელიც რეალობად იქცა და 4 წელი გაგრძელდა" - ამბობს სტეპლსი და ამატებს, რომ პოკერის პრომოუტინგს ის 'სტარსის' სამკლაურის გარეშეც გააგრძელებს. 

რუმები

ქართული უცხოური