დევიდ პიტერსმა $10.000 PokerGo-ზე $193.000 დოლარი მოიგო

სანამ Aria Resort & Casino-ს ეზოში $10.000 დოლარიან PokerGo-ს ივენთზე 6 ფინალისტი დარჩებოდა, 69 მოთამაშეს მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა. ტურნირის გამარჯვებული დევიდ პიტერსი გახდა - თანამედროვე სატურნირო პოკერისა და ჰაი როლერ ივენთების ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი. 

ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარიგებაში, პიტერსმა შემდგომი დღის გამარჯვებულს - ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ ბრენდონ ადამსს ჩიპლიდი, შეიძლება ითქვას, ხელიდან გამოსტაცა, რის შემდეგაც მის მოწინააღმდეგეებს მძიმე დრო დაუდგათ. პიტერსმა პირველი ადგილისთვის $193.200 დოლარიანი ანაზღაურება და Purple Jacket-ის რეიტინგში 300 ქულა მიიღო. 

ფინალური ჰედს-აპი დევიდ პიტერსსა და ბრაიან გრინს შორის გაიმართა, რომელიც ორთაბრძოლის საწყისი მომენტისთვის ანდერდოგის პოზიციაში აღმოჩნდა. მისი სტეკი პიტერსისას 9-ჯერ ჩამოუვარდებოდა. მიუხედავად ამისა, გრინმა ის მოახერხა, რაც მაგიდაზე არავის გამოსდიოდა: მას პიტერსის წინააღმდეგ წარმოუდგენლად უმართლებდა. გრინმა იმდენი მოახერხა, რომ ნელ-ნელა ჩიპლიდიც კი მოიპოვა,  მაგრამ გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე თამაშში 88-ით ოლ ინ სიტუაციაში აღმოჩნდა. პიტერსს გრინისთვის ცუდი ამბავი ჰქონდა - ამერიკელი ჰაი სტეიკს გრაინდერი KK-ით იყო შეიარაღებული. 

ამჟამად, დევიდ პიტერსი Purple Jacket-ისთვის ბრძოლაში ისეთ მოთამაშეებთან იყოფს მოწინავე ადგილებს, როგორებიც კერი კატზი, აიზიკ ჰექსტონი, დევიდ ელბრიჯი და რაინერ კემპე არიან. რეიტინგის ლიდერი კი ბრენდონ ადამსია, რომელმაც $25.000 დოლარიანი ტურნირის მოგება $400.000-იანი ანაზღაურებით შეძლო. 

რუმები

ქართული უცხოური