ტომ დუანი საცოლესთან ერთად ავსტრალიაში გამოჩნდა
თანამედროვე პოკერის ლეგენდა, რომლის შესახებაც ნებისმიერი სახის სიახლეს პოკერის მთელი სამყარო სულმოუთქმელად ელის, ავსტრალიაში - მელბურნში გამოჩნდა.
ტომ დუანმა, შაბათს, საკუთარი 'ტვიტერის' გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში თავის 157.000 გამომწერს სასიამოვნო სიახლე ამცნო: ის მელბურნში, 'შვებულების' გასატარებლად საკუთარ მომავალ მეუღლესთან ერთად ჩავიდა. "ჩემს საცოლეს ჩოგბურთი უყვარს, - წერს დუანი 'ტვიტერის' გვერდზე, - პოკერი საერთოდ არ მითამაშია, მხოლოდ ჩოგბურთით ვერთობი. ახლა ქალთა პირველობის ფინალურ შეხვედრას ვუყურებ." ჯერჯერობით არავინ იცის, როდის გაიმართება საქორწინო ცერემონია, ან რა ტიპის ღონისძიებას უნდა ელოდოს პოკერის გულშემატკივარი.
მიუხედავად ავსტრალიური ტურისა, უცნობია, ითამაშებს თუ არა ტომ დუანი Aussie Millions-ის რომელიმე ძვირადღირებულ ივენთს. გავრცელებული ჭორების მიხედვით, Aussie Millions-ზე ფილ აივის გამოჩენასაც ელოდნენ, თუმცა ამაოდ. მეტიც - Aussie Millions-ის $50.000 დოლარიანი Anton Jewellery ივენთი, რომელსაც დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, სრული ჩავარდნა აღმოჩნდა - მასზე მხოლოდ 4 მოთამაშე დარეგისტრირდა.






