ფილ ჰელმუტი დეივ პორტნოის გადაცემაში გამოჩნდა
რამდენიმე დღის წინ, ფილ ჰელმუტი ცნობილი სპორტული ონლაინ გამოცემის, Barstool Sports-ის გადაცემა - Barstool Pizza-ში გამოჩნდა. WSOP-ის 14 სამაჯურის მფლობელი პუბლიკასთან სიმორცხვით არასდროს გამოირჩეოდა. გასაკვირი არაა, რომ დეივ პორტნოის შეთავაზებას ის სიხარულით დათანხმდა.
Barstool Pizza დეივ პორტნოის საავტორო გადაცემაა, სადაც სპორტული მიმომხილველი ნიუ იორკის ქუჩებში დადის და სპორტის სამყაროს ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ პიცებს აგემოვნებს. მისი სტუმრები ხშირად არიან ამერიკული ფეხბურთის, ბეისბოლისა და კალათბურთის წარმომადგენლები. ამჯერად, გადაცემის სტუმარი ფილ ჰელმუტი იყო, რომელიც კიდევ ერთხელ ჭრის საკითხს: არის თუ არა პოკერი სპორტი?
მანჰეტენზე გასინჯულ პიცას ფილ ჰელმუტმა 10-დან 4 ქულა დაუწერა და დაამატა, რომ მას მაღალი ქულების მინიჭება ახასიათებს. პორტნოიმ პოკერის მოთამაშეს მისი სახის გამომეტყველების მიხედვით სავარაუდო ქულის გამოცნობა სთხოვა. ფილ ჰელმუტის მიერ ნავარაუდებ 2.7 საკმაოდ ახლოს აღმოჩნდა მიზანთან: პორტნოიმ პიცას 1.8 ქულა დაუწერა. "ამ პიცას საშინელი სუნი ასდის, - თქვა პორტნოიმ, - მე მის გასინჯვას მტერსაც კი არ ვურჩევდი. თუმცა, მასში 99 ცენტი გადავიხადეთ."
მოგვიანებით, ფილ ჰელმუტი Barstool Sports-ის რადიო გადაცემაში იქნა მიწვეული, სადაც მან თავის ავტობიოგრაფიულ წიგნზე, პოკერის მოთამაშის კარიერაზე და ზოგადად თანამედროვე პოკერზე ისაუბრა.





