კრის ფერგიუსონი WSOPE-ის ლიდერია

გუშინ, ჩეხეთში, ლეონ ცუკერნიკის King's Casino Rozvadov-ში, სტარტი აიღო WSOP-ის ევროპული ევროპულმა ვერსიამ - WSOPE-მა. 

მიმდინარე წლის WSOP-ის წლის მოთამაშის სტატუსითვის ბრძოლას კრის ფერგიუსონი ლიდერის პოზიციებით აგრძელებს. უკანასკნელი წლების პოკერის ანტიგმირმა, ზაფხულში გამართულ WSOP-ზე, რამდენიმე ივენთზე მოწინავე ადგილების დაკავებით და ფულში შესვლით, წლის ლიდერბორდში მნიშვნელოვანი ქულები დააგროვა. ლიდერის სტატუსის გამო, ფერგიუსონი WSOPE-ის €10.000 ევროიან მეინ ივენთზე, რომელიც 4 ნოემბერს აიღებს სტარტს, უფასო ადგილს მიიღებს. ფერგიუსონს, ასევე, გადახდილი აქვს €111.111 ევროიანი ივენთისთვის, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი €10.000.000 ევროს შეადგენს. 

კრის ფერგიუსონის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი, წლის მოთამაშის ტიტულისთვის ბრძოლაში, ჯონ რეისნერია. რეისნერმა, მიმდინარე წელს, $10.000 დოლარიან ივენთზე, პირველი ოქროს სამაჯურის მოგება შეძლო. წარსულში, 2010 წელს, რეისნერს WSOP Main Event-ის ჰედს-აპიც აქვს ნათამაშები. ევროპულ სერიებზე, ის პირდაპირ თაფლობის თვის შემდეგ დარეგისტრირდა და წლის მოთამაშის ტიტულისთვის ბრძოლას მეუღლის თანადგომით განაგრძობს. 

ფერგიუსონს, პოკერის სამყაროში, დღემდე უამრავი ადამიანი აღიქვამს პოკერის ერთ-ერთ უდიდეს მტრად. დოილ ბრანსონის განცხადებით, კრის ფერგიუსონი კარგი ადამიანია და მას პოკერისთვის უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული, თუმცა, მის მოსაზრებას Full Tilt Poker-ის ყოფილი მომხმარებლები არ ეთანხმებიან. 

რუმები

ქართული უცხოური