კრის ბრამერის პირველი WSOP-ის სამაჯური

კრის ბრამერმა $5.000 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ტურბო ივენთი, 505 მონაწილეს შორის მოიგო. ტურნირის თითოეული ეტაპი 30 წუთისგან შედგებოდა, რის გამოც ივენთს ტურბოს სტატუსი შეიძლება მივანიჭოთ. 505 მოთამაშიდან საპრიზო ადგილებზე 76 მოთამაშე მოხვდა, რომლებმაც $2.438.250 დოლარიანი საპრიზო ფონდი გაინაწილეს. 

ბრიტანელმა პროფესიონალმა მოთამაშემ WSOP-ის ფინალურ მაგიდებზე უკანასკნელად 2012 წელს ითამაშა: $10.000 6-მაქს ივენთის მე-5 ადგილისთვის, მან 200.502 დოლარი, ხოლო WSOP Europe Main Event-ის მე-5 ადგილისთვის, $270.908 დოლარი მიიღო. წლევანდელი WSOP-ის ტურნირის მოგების შემდეგ, ბრამერმა წარსულ გამოცდილებაზე ილაპარაკა: "ამდენი ხნის განმავლობაში ეს ფაქტი დიდ ტკივილს მანიჭებდა: 2012 წლის შემდეგ WSOP-ის ფინალურ მაგიდაზე აღარ მითამაშია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ზაფხულს ვეგასში ვატარებ."

ტურნირის მე-2 დღეს, ბრიტანელი მოთამაშე ჩიპების რაოდენობით მე-7 პოზიციაზე იმყოფებოდა. როგორც თავად ამბობს, შორტ სტეკით თამაში მისთვის დისკომფორტს არ წარმოადგენს: "ტურნირი ტურბო სტურქტურის იყო - ბლაინდები საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა. მსგავს ივენთებზე 'ოლინ' სიტუაციების თამაში ხშირად გიხდება. მე საკმაოდ გამიმართლა და თითქმის ყველა გადამწყვეტი დარიგება მოვიგე."

კრის ბრამერმა, პირველი ადგილისთვის $527.555 დოლარი მოიგო. მეორე და მესამე ადგილებზე ჯეტ შენკერი და ევგენი ტიმოშენკო გავიდნენ, შესაბამისად, $326.051 და $223.574 დოლარიანი ანაზღაურებით. 

რუმები

ქართული უცხოური