'ელკი', ჯეისონ მერსიერი და კრის მანიმეიკერი PCA-ის შესახებ

2016 წლის 6 იანვრიდან 14 იანვრამდე PokerStars Caribbean Advanture-ის ჩატარება იგეგმება, რომელიც 104 ივენთს აერთიანებს. ეს, 'პოკერსტარსის' ყველაზე მასშტაბური ფესტივალი იქნება, რომელიც რუმს აქამდე განუხორციელებია. გასული წლის PCA, მხოლოდ 35 ტურნირს მოიცავდა, რომლის $10.000 დოლარიანი მეინ ივენთი კევინ შულცმა მოიგო, $1.5 მილიონი დოლარით პირველი ადგილისთვის. წლევანდელი მეინ ივენთის ბაი-ინი კი $5.300 დოლარამდე შემცირდა, რაც ტურნირის მონაწილეების რაოდენობის გაზრდას შეუწყობს ხელს. სხვადასხვა სახის თამაშებს შორის, დაგეგმილია ძვირადღირებული ტურნირებიც: $25.000 და $50.000 დოლარიანი ჰაიროლერები, და $100.000 დოლარის ღირებულების სუპერ ჰაიროლერი. 

PCA-ის დაგეგმილ სერიებთან დაკავშირებით, ჩვენ გთავაზობთ ბერტრან ElkY გროსპელიეს, ჯეისონ მერსიერისა და კრის მანიმეიკერის ინტერვიუს, რომელიც ონლაინ გამოცემა PokerNews-მა ჩაწერა. 

რატომ გახდა PCA პოკერის სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ტურნირების სერია? 

ElkY: პოკერის საუკეთესო ივენთები, არაჩვეულებრივი ატმოსფერო და შესანიშნავი ამინდი - ეს ის კომბინაციაა, რის გამოც მოთამაშეები თავს ისე გრძნობენ, როგორც დაუვიწყარი მოგზაურობის დროს. 

ჯეისონ მერსიერი: ტურნირების გრაფიკი, ადგილმდებარეობა და თავად ფესტივალის სიმტკიცე. 

კრის მანიმეიკერი: ადგილმდებარეობა ერთ-ერთი დიდი ფაქტორია, პოკერის არცერთი ტურნე არ გავს ამ ადგილს. ასევე უნდა აღინიშნოს 'პოკერსტარსის' პროფესიონალიზმი, რომლის გავლენაც ფესტივალს აშკარად ეტყობა. 

 PCA-დან თქვენი საუკეთესო მოგონება, რომელიც პოკერს არ უკავშირდება?

ElkY: დაივინგი და დელფინებთან ერთად ცურვა.

ჯეისონ მერსიერი: 2014 წლის PCA-ზე, საგულშემატკივროდ, ჩემთან ერთად ორივე ბებია და ბაბუა იმყოფებოდა. ჩემთვის, მათი იქ ყოფნა და მხარდაჭერა, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბევრს ნიშნავდა. 

კრის მანიმეიკერი: ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენა, რაც PCA-ის უკავშირდება, ჩემი შვილების იქ ყოფნა და სხვადასხვა ლოკალური აქტივობებით მათი გართობაა. 

პოკერთან დაკავშირებული საუკეთესო მოგონება?

ElkY: რა თქმა უნდა, 2008 წლის მეინ ივენთის მოგება, რომლითაც ჩემი კარიერული აღმასვლა დაიწყო. 

ყველაზე უცნაური ისტორია, რაც PCA-ზე მომხდარა?

ElkY: ერთხელ გავიგე, რომ მთვრალი მოთამაშეები უცნაურ სანაძლეოებს დებდნენ. ერთ-ერთი მათგანი, $5.000 დოლარის სანაცვლოდ, ზვიგენებით სავსე აკვარიუმში ჩახტა. 

კრის მანიმეიკერი: ეს ყოველ წელს ხდება. რომელიმე ნასვამი მოთამაშე იმდენად კარგავს გონებას, რომ ზვიგენებთან ერთად ცურვაზე თანხმდება.

PCA-ის რომელი ივენთი გიყვართ ყველაზე მეტად?

ElkY: ჰაიროლერი, უდაოდ! ტურნირს ძალიან ბევრი მონაწილე ჰყავს და ის ყოველ წელს ვითარდება.

ჯეისონ მერსიერი: $100.000 დოლარიანი სუპერ ჰაიროლერი. საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ, უძვირესი ტურნირების თამაშს არაფერი შეედრება!

კრის მანიმეიკერი: როგორც უკვე ვთქვი, ამ ფესტივალის ადგილმდებარეობა იმდენად განსაკუთრებული და ლამაზია, რომ მეინ ივენთიდან გამოვარდნის შემდეგ, სხვა ივენთების თამაშისგან თავს ვიკავებ.

ესწრებიან თუ არა თქვენი ოჯახის წევრები პოკერის ფესტივალს?

ElkY: წლევანდელ PCA-ზე ჩემთან ერთად მხოლოდ ჩემი მეგობარი გოგო, ჯენი იქნება. 

ჯეისონ მერსიერი: წელს, აქ, ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი იქნება, მაგრამ არა ოჯახის წევრი. 

კრის მანიმეიკერი: მე ჩემ 5 მეგობართან ერთად ვიქნები და იმედი მაქვს, ჩემი ოჯახიც მოახერხებს ჩამოსვლას. 

რას ურჩევდით PCA-ის დებიუტანტებს?

ElkY: თამაშისას იყონ მაქსიმალურად ყურადღებით, რადგან ტურნირზე დიდხანს გაძლება საკმაოდ რთულია.

ჯეისონ მერსიერი: პირველ რიგში, თამაშის გარდა, აუცილებლად გამოსცადონ ყველაფერი, რასაც კარიბის კუნძულები ტურისტებს სთავაზობს. 

რას ელოდებით წლევანდელი PCA-ის ფესტივალიდან?

ElkY: PCA-ის მეინ ივენთის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას!

ჯეისონ მერსიერი: კალათბურთის მატჩს, რომლის წამყვანიც მე ვიქნები. 

კრის მანიმეიკერი: რემკო რინკემას წინააღმდეგ 'ბირ პონგში' მოგებას. 

 

თეგები
პოკერი PCA

რუმები

ქართული უცხოური