2015 წლის WSOP-ის 'ნოემბრის ცხრიანი' გარკვეულია

2015 წლის პოკერის საზაფხულო აქტივობები, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასასრულს მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ლას ვეგასში დიდი ტურნირები და ქეშ გეიმები აღარ გაიმართება, მაგრამ პოკერის სამყაროს უმნიშვნელოვანესი სატურნირო სერიები, უამრავი სენსაციის, მღელვარებისა და ხმაურის შემდეგ, დასრულდა. პოკერის სერიების ფინალური სტადია, რა თქმა უნდა, პოკერის მთავარი მოვლენით - მეინ ივენთით დაგვირგვინდა. ფინალური მაგიდის შემადგენლობა, რომელსაც ტრადიციულად 'ნოემბრის ცხრიანს' ეძახიან, დღეს გაირკვა. 

წლევანდელ სერიებზე, მთლიანობაში 6.420 მოთამაშე შეიკრიბა. თითოეულმა მათგანმა, მთავარი ტურნირის სათამაშოდ $10.000 დოლარი გადაიხადა. საპრიზო ფონდმა $60.348.000 დოლარი შეადგინა. პირველი ადგილისთვის დაწესებული $7.680.021 დოლარის მფლობელის გასარკვევად, მოთამაშეებს 8 ნოემბრამდე მოუწევთ მოცდა. თუმცა ყოველ მათგანს, მეცხრე ადგილისთვის გარანტირებული $1.001.020 დოლარი უკვე გადაეცა. 

ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც ნოემბრის ფინალურ მაგიდაზე არ ითამაშებს, დენიელ ნეგრანუა. კაზინო 'რიოში' კანადელი მოთამაშის უამრავი გულშემატკივარი იყო შეკრებილი, თავიანთი კუმირის თამაშის სანახავად და საგულშემატკივროდ. მილიონობით ადამიანი ელოდა მის კიდევ ერთ გაბრწყინებას და იმ ტიტულისთვის ბრძოლას, რომელსაც, ბევრის აზრით, კანადელი იმსახურებს. მაგრამ სამწუხაროდ, ნეგრანუმ ვერ მოახერხა შორტ სტეკით დიდხანს გაჩერება და ტურნირის ჩიპ ლიდერთან, 24 წლის ჯო მაკკიენთან AKT ფლოპზე A4-ით ოლ ინის შემდეგ, ტურნირი მეთერთმეტე პოზიციაზე დატოვა. მოწინააღმდეგემ მას J3-ით უპასუხა და რივერზე დადებული Q-ით ლეგენდარული მოთამაშე ტურნირს გამოთიშა. მე-11 ადგილისთვის, ნეგრანუმ, $526.778 დოლარი მიიღო. 

ფინალური მაგიდის ჩამოსაყალიბებლად ერთადერთი მოთამაშის გავარდნა იყო საჭირო, რომელიც გერმანელი ალექსანდერ ტურიანსკი აღმოჩნდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ერთადერთი გერმანელი, ვინც მეინ ივენთის ისტორიაში ფინალურ მაგიდას მიაღწია, პიუს ჰაინცი იყო. 

წლევანდელი WSOP-ის მოთამაშეების საშუალო ასაკი 40 წელს ქვემოთ იყო. მათ უმეტესობას ამერიკელები შეადგენდნენ, თუმცა ფინალურ მაგიდაზე ასაკის საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი - 23 წლიდან 72 წლამდე. გარდა ამერიკელებისა, აქ შეხვდებით მოთამაშეებს ისრაელიდან, ბელგიიდან და იტალიიდან. 

'ნოემბრის ცხრიანზე' ჩიპ ლიდერის სტატუსით ამერიკელი ჯო მაკკიენი მოგვევლინება, რომელმაც დიდი ბრძოლის შედეგად, მაინც მოახერხა ტურნირზე დარჩენილი ჩიპების 1/3-ის აკუმულირება. ერთადერთი სამაჯურის მფლობელი მოთამაშე, ფინალურ მაგიდაზე, მაქს შტაინბერგი იქნება, რომელსაც საშუალო სტეკი აქვს. 

ფინალური მაგიდა ასე გამოიყურება (მაგიდის ადგილების ნომრების მიხედვით): 

1. ზვი შტერნი - 29.800.000 ჩიპი (მე-2 ადგილი)

2. პიერ ნევილი - 21.075.000 ჩიპი (მე-4 ადგილი)

3. ჯოშუა ბეკლი - 10.800.000 ჩიპი (მე-7 ადგილი)

4. მაქს შტაინბერგი - 20.200.000 ჩიპი (მე-5 ადგილი)

5. ტომას კანული - 12.250.000 ჩიპი (მე-6 ადგილი)

6. ჯოზეფ მაკკიენი - 64.100.000 ჩიპი (1-ლი ადგილი)

7. პატრიკ ჩანი - 6.225.000 ჩიპი (მე-8 ადგილი)

8. ფედერიკო ბუტერონი - 6.200.000 ჩიპი (მე-9 ადგილი)

9. ნილ ბლუმენფილდი - 22.000.000 ჩიპი (მე-3 ადგილი)

რუმები

ქართული უცხოური