როდის აღწევს პოკერი უმაღლეს ლიმიტს?

+ პოსტის დამატება

აქვს თუ არა საწყისი ზღვარი უმაღლესი ლიმიტის თამაშს? ჰაი სტეიკს პოკერი - როცა მოთამაშეს ეს სიტყვები ესმის, მაშინვე დოილ ბრანსონი ან მასთან გათანაბრებული პროფესიონალი ახსენდება, რომელიც ათიათასობით დოლარიან ბანკებს რიგით დარიგებას ეძახის. რა თქმა უნდა, ასეთი შეხედულება ტელევიზიების დამსახურებაა. ყველას ახსოვს ლეგენდარული სატელევიზიო გადაცემა High Stakes Poker, რომელშიც, შეიძლება ითქვას, მსოფლიოს საუკეთესო ქეშ-გეიმერები მონაწილეობდნენ. მინიმალური ბაი-ინი $100.000 დოლარს შეადგენდა. იყო სპეციალური სესიებიც, როდესაც მინიმალური შესატანად $200.000 დოლარი განისაზღვრა, მაგრამ მე-5 სეზონის რამდენიმე ეპიზოდისთვის ბაი-ინი $500.000 დოლარამდე გაიზარდა. 

გადაცემის მე-5 სეზონში მაყურებელს საშუალება ჰქონდა სატელევიზიო ეთერით გადაცემული თამაშების ყველაზე დიდი და მასშტაბური დარიგებები ეხილა. ტომ დუანის აპსვინგმა, სამი სესიის განმავლობაში, $771.000 დოლარი შეადგინა, მაშინ როცა დენიელ ნეგრანუ, აშკარა დაუნსვინგისა და უიღბლო სესიების გამო, $850.000 დოლარით ჩამოქვეითდა. ბევრისთვის ჰაი სტეიკს პოკერი სწორედ ამას ჰქვია.

მაგრამ არსებობს გაცილებით დიდი მოვლენები. მაგალითად: დენიელ ქეითსის თქმით, მაკაუში ის ტომ დუანის ერთ-ერთ დარიგებას შეესწრო, სადაც 'სეტ ოვერ სეტ' სიტუაციაში დუანმა $20.000.000 დოლარი წააგო. მსგავსი ლიმიტის თამაში, მსოფლიოს ნებისმიერ ჰაი სტეიკს გრაინდერს პატარა ბავშვად წარმოაჩენს, მაგრამ ამ 'პატარა ბავშვებისთვის' იმ თანხების დაკარგვა ან მოგება, რომლებიც მათ ლიმიტებზე ტრიალებს, მნიშვნელოვან საქმედ ითვლება. 

Cirque Du Soleil-ის დამფუძნებელმა და მილიონდოლარიანი One Drop ტურნირების იდეის ავტორმა, გი ლალიბერტემ, მას შემდეგ რაც ჰაი სტეიკს პოკერს გემო გაუსინჯა, ონლაინ პოკერში გადაწყვიტა ბედის ცდა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ლალიბერტემ $28 მილიონი წააგო. მილიარდერისთვის მსგავსი თანხა ზღვაში წვეთად ჩანდა, მაგრამ გაკვეთილი აშკარა იყო: ლალიბერტე ონლაინ გრაინდერებს ვერ გაუტოლდებოდა. 

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ ის, რომ ჰაი სტეიკს პოკერი არ არსებობს. უფროს წორად, არ არსებობს დადგენილი ლიმიტი, რომელიც პოკერს განსაკუთრებულ სტატუსს მიანიჭებს. ტომ დუანისთვის მხოლოდ ერთ სესიაზე $20 მილიონი დოლარის დაკარგვა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ონლაინ რეგულარისთვის პოკერ-რუმის მიერ დაწესებული საკომისიოც კი მნიშვნელოვანია. ჰაი სტეიკს პოკერად შეიძლება ჩაითვალოს ლიმიტი, რომელიც მოთამაშის ბანკროლს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, ან მნიშვნელოვან მოგებას აძლევს - მსგავსი კონცეფცია კი ბანკროლის ინდივიდუალური გაგებისკენ გვიბიძგებს. 

რუმები

ქართული უცხოური