ჯეისონ მერსიერი და კელვინ ანდერსონი SCOOP-ზე

უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც 2015 წლის Spring Championship Of Online Poker (SCOOP) დაიწყო. სერიის დასრულებამდეც ერთი კვირა დარჩა. 2015 წლის SCOOP 46 ივენთისგან შედგება, რომელიც დაყოფილია დაბალი, საშუალო და მაღალი ლიმიტების ტურნირებად.  წლევანდელ SCOOP-ზე 138 ტურნირი ტურნირი იმართება და მთლიანობაში, ყველა ტურნირის გარანტირებული საპრიზო ფონდი $40.000.000 დოლარს შეადგენს. 

22 ივენთის შემდეგ, ყველაზე დიდი თანხა, $354.960 დოლარის ოდენობით, SCOOP-03 H $2100 NL Hold'em-ის მოგებისთვის, კანადელ სორელ მიცის ეკუთვნის. ტურნირი, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი $1.000.000 დოლარს შეადგენდა, სორელ მიციმ 986 მოთამაშეს შორის მოიგო. 

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი თანხა სორელ მიციმ მოიგო, რეალური ხმაური და აჟიოტაჟი, პოკერის წრეებში, ჯეისონ მერსიერმა და მისმა ამერიკელმა კოლეგამ, კელვინ ანდერსონმა გამოიწვიეს. კვირას, ჯეისონ მერსიერმა, სეზონის მესამე SCOOP-ის ტიტული მოიგო. ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ 'პოკერსტარსის' ტურნირების ამ სერიას ახალი სახელი - "Jason Mercier Spring Poker Invitational" უნდა დარქმეოდა. პირველ ორ მოგებულ ტურნირში, მერსიერმა, ერთიანად 99 მოთამაშე დაამარცხა, თუმცა უკანასკნელ ტურნირში ის 398 მოთამაშეს შორის საუკეთესო აღმოჩნდა. ფინალური მაგიდაც ურთულესი გამოდგა, რაიან HITTHEPANDA ფრანკლინისა და კელვინ ანდერსონის წინააღმდეგ. ივენთი ორი დღის განმავლობაში იმართებოდა. დაძაბულ ფინალურ მაგიდაზე, ანდერსონის მესამე ადგილზე გასვლის შემდეგ, მერსიერმა და ფრანკლინმა, მოსალაპარაკებლად, ტურნირი შეაჩერეს. გადაწყდა, რომ $170.457 დოლარი მერსიერს შეხვდებოდა, $152.789 დოლარი - ფრანკლინს, ხოლო დარჩენილი $8000 დოლარს და ტიტულს, თამაშში გამარჯვებული მოიპოვებდა. ტურნირის განახლებიდან მალევე, 5000/10000 ბლაინდების პირობებში, ფრანკლინის მინიმალურ რეიზს, მერსიერმა რირეიზით უპასუხა, რასაც საბოლოოდ ოლ ინი მოჰყვა - მერსიერი 99-ით, ხოლო ფრანკლინი TT-ით. AJ395 ბორდის შემდეგ, გამარჯვება კანადელს ერგო. 

 

მერსიერის მიერ მოგებულ ტურნირზე, ანდერსონის მიერ მესამე ადგილის აღება, ხმაურის მიზეზი ნამდვილად არ გამხდარა. არც ბადუგის ივენთზე დაკავებული საპრიზო ადგილი $68.408 დოლარით. საქმე იმაშია, რომ 2015 წლის SCOOP-ზე, კელვინ ანდერსონმა და შონ დიბმა, აქამდე მოგებული 5-5 ტიტულით დაიწყეს თამაში. პოკერის სამყარო დიდი ინტერესით ელოდა, ამ ორ მოთამაშეს შორის რომელი მოახერხებდა ახალი რეკორდის დამყარებას. ანდერსონსაც და დიბსაც, მეექვსე ტიტულს, მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდათ - ორივე მათგანი SCOOP-13-H: $2100 Stud ივენთის ფინალურ მაგიდაზე იმყოფებოდა. ტურნირზე დარეგისტრირებულ 66 მოთამაშიდან, ფინალურ მაგიდაზე 8 დარჩა. მათ შორის შეხვდებოდით ონლაინ პოკერის ისეთ სახელებს როგორებიცაა: დენ კელი, ანდრეი ზაიჩენკო, ბერნარდო დიასი, კრისტიან ელგსტორმი და, რა თქმა უნდა, კელვინ ანდერსონი და შონ დიბი. ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დიბი მეოთხე ადგილზე გავიდა, რამაც ანდერსონს გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად გაუზარდა. ისიც უნდა ითქვას, რომ პირველი ოთხი მოთამაშე სწორედ კელიმ და დიბმა გამოთიშეს. ჰედს-აპზე დარჩენილმა დენ კელიმ და ანდერსონმა თანხა გაინაწილეს და სათამაშოდ, ტიტულთან ერთად $1500 დოლარი დატოვეს. გამარჯვებულის გამოსავლენად 54 დარიგება გახდა საჭირო. საბოლოოდ კელის 85JKQT6 ანდერსონის A74754K-ით დამარცხდა, რამაც ამერიკელს გამარჯვება მოუტანა 

თეგები
პოკერი scoop

რუმები

ქართული უცხოური