ჩვენ შესახებ

შექმნილია მოთამაშეების მიერ, მოთამაშეებისთვის.

 

GeoPoker-ი შეიქმნა 2010 წელს და პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში პოკერის პოპულარიზებას და თამაშის დონის ამაღლებას. საიტმა სწრაფად მოიპოვა ნდობა ქართველ პოკერისტებს შორის და დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის სტატუსი. 2013 წელს GeoPoker-მა დაარსა პროფესიონალური სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგაც არაერთმა მოთამაშემ აიმაღლა თამაშის დონე, მიაღწია წარმატებას და მიიღო ექსკლუზიური ბონუსები პროფესიონალური სკოლის მეშვეობით. ჩვენი კურსდამთავრებულები დღესაც ამტკიცებენ საკუთარ უპირატესობას პოკერის მაგიდებზე.

2015 წელს საიტის განახლების შემდეგ ჩვენს მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ სახლიდან გაუსვლელად ისარგებლონ, ყველა იმ უპირატესობით, რომელსაც ჩვენი კომპანია სთავაზობს საკუთარ მომხმარებლებს. 

ჩვენ ვთანამშრომლობთ საუკეთესო პოკერ-რუმებთან

ჩვენს მიერ რეკომენდირებული ყველა პოკერ-რუმი, სანდო პარტნიორია და ასევე უსაფრთხოა მოთამაშეებისთვის. სწორედ ამის წყალობით არის შესაძლებელი, შემოგთავაზოთ საუკეთესო შემოთავაზებები და პრომო აქციები მთლიანი სათამაშო ინდუსტრიიდან. 

პოკერის სკოლა - აბსოლუტურად უფასოდ 

 

ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ განახლებად კონტენტს და მაღალი დონის სტატიებს, რაც საშუალებას მოგცემთ გაიღრმავოთ ცოდნა და მიაღწიოთ წარმატებას.

თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ ითამაშოთ პოკერი პროფესიონალურ დონეზე GeoPoker-ი გთავაზობთ პროფესიონალურ სკოლას, სადაც მოგეცემათ შესაძლებლობა მაღალი დონის მწრთვნელის დახმარებით გაანალიზოთ საკუთარი თამაში და საგრძნობლად აიმაღლოთ თამაშის დონე. 

დახმარება


GeoPoker-ი ვერ იარსებებდა მოთამაშეების გარეშე, გვახსოვს რა ეს მარტივი ჭეშმარიტება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დახმარება გავუწიოთ საკუთარ მომხმარებლებს. ჩვენს თანამშრობლებს გააჩნიათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ გადაჭრან ყველა პრობლემა, რაც შეიძლება წარმოიქმნას პოკერის თამაშის დროს. ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად შევეცდებით გაგიწიოთ კონსულტაცია და შუამავლის როლი შევასრულოთ მოთამაშესა და პოკერ-რუმს შორის. 

GeoPoker-ის გუნდი

 

ნებისმიერი ჩვენი მომხმარებელი ავტომატურად ხდება, ჩვენი სწრაფად მზარდი გუნდის წევრი. თქვენ საშუალება გაქვთ აწარმოოთ პირადი ბლოგი, დაამატოთ პოსტები სიახლეების და სტრატეგიის განყოფილებებში. გაუზიაროთ ცოდნა სხვა მომხმარებლებს და აქტიურად იყოთ ჩართული საიტის განვითარების პროცესში.

მსგავსი აქტივობა ხელს შეგიწყობთ გახდეთ უკეთესი მოთამაშე, რადგან სწავლების საუკეთესო მეთოდია - ასწავლოთ სხვას. ამასთან ერთად ჩვენ არ გამოგვეპარება არც ერთი თქვენი პოსტი და საიტის განახლების და განვითარების პარალელურად აუცილებლად შემოგთავაზებთ ექსკლუზიურ წინადადებს, მათ შორის ანაზღაურებად სამსახურსაც.

რუმები

ქართული უცხოური