გაიზრდება თუ არა 2015 წლის WSOP-ის მონაწილეთა რაოდენობა?

უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ WSOP მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული ტურნირია. ის ყოველ წელს წარმოუდგენელ ხმაურს იწვევს პოკერის სამყაროში. ეს ზუსტად ის მოვლენაა, რომელმაც მსოფლიოში პოკერის ბუმი გამოიწვია მას შემდეგ, რაც ამერიკელმა უბრალო ბუღალტერმა, კრის მანიმეიკერმა, 'პოკერსტარსის' $39 დოლარიანი სატელიტის დახმარებით 2003 წლის WSOP მეინ ივენთზე ჯერ ადგილი, შემდეგ კი მთლიანი ტურნირი მოიგო. მას შემდეგ ყველა 'მანიმეიკერის ეფექტზე' ლაპარაკობს. 

ყოველ წელს, ტურნირის დასრულების შემდეგ, ხდება ამ მოვლენის გაანალიზება მედიისა და მოთამაშეების მიერ, მომავალი წლის თამაშების პროგნოზი და ა.შ. რა ბედი ელოდება WSOP-ის მომავალში? თუ დარეგისტრირებულ მოთამაშეთა რაოდენობა გაიზარდა, უნდა ვთქვათ, რომ პოკერი არაჩვეულებრივ ფორმაშია. თუ ეს რაოდენობა შემცირდა, უნდა დავსვათ კითხვა - რა დაემართა ამ თამაშს?

ბოლო წელს, WSOP-მა 6683 მონაწილე მიიზიდა, რაც წინა წელთან შედარებით უმნიშვნელო, მაგრამ მაინც პროგრესი იყო. 2003 წლიდან 2006 წლამდე, მოთამაშეთა რაოდენობა WSOP-ზე საგრძნობლად იზრდებოდა. 2007-2011 წლებში, WSOP-ის ენტრანტები მუდმივად მერყეობდა, ხოლო 2011 წლიდან უკუსვლა დაიწყო. შარშანდელი ზრდის მიუხედავადაც, 2011 წელს დარეგისტრირებულ მოთამაშეთა რაოდენობა რამდენიმე ასეულით აღემატებოდა 2014 წლის WSOP-ის. რა მოხდება წელს? უცნაურია, მაგრამ ასეთი ცვლილებების წინასწარმეტყველება გარკვეული ფაქტორების მიხედვით სრულიად შესაძლებელია. 

2012 წლის შემდეგ,  მსოფლიო მნიშვნელობის ხუთ ძირითად პოკერის ტურნირზე, Pokerstars Caribbean Adventure, Aussie Millions, WPT, EPT და WSOP-ზე, აქტივობის ერთნაირი ტენდენცია შეინიშნება. 2012-2013 წლებში ყველა მათგანმა რეგრესი განიცადა, ხოლო 2014 წელს ისევ დაუბრუნდნენ სიმაღლეებს. 2015 წლის WSOP-მდე გამართულ ოთხ ტურნირს, წინა წლებთან შედარებით მონაწილეთა მცირე რაოდენობა ჰყავდა. 

მსოფლიო პოკერის სამყაროში, 2007-2014 წლებში საკმაოდ უცნაური ტენდენცია შეინიშნება: Aussie Millions-ზე, რომელიც პოკერის კალენდარზე ყოველწლიურად უსწრებს WSOP-ის, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა დაახლოებით 9.9%-11.7% რეგისტრირდება. მარტივად რომ ვთქვათ, გაამრავლეთ Aussie Millions-ის მეინ ივენთზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა 10-ზე და თქვენ მიიღებთ მომავალი WSOP-ის მონაწილეთა რაოდენობას. 

 

როგორც ხედავთ, ცხრილში მოცემული ციფრები არ იტყუებიან და ტენდენცია აშკარაა 2012 წლის შემდეგ. შარშანდელი WSOP-ის მოთამაშეთა მატება შეიძლება აიხსნას მეინ ივენთზე, პირველი ადგილისთვის გარანტირებული $10.000.000 დოლარით. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პოკერის მასშტაბები და ეკონომიკა გაიზარდა. ამას პირველ რიგში ხელი შეუწყო 'ფულ ტილტის' მოთამაშეებისთვის, რამდენიმე წლის წინ დაკარგული ფულის დაბრუნებამ.

2015 წლისთვის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ WSOP-ზე მონაწილეთა რაოდენობა შემცირებისკენ მიდის, რადგან მანამდე ჩატარებული ოთხი ძირითადი დიდი ტურნირის ციფრები აშკარად მცირდებოდა. პლუს ამას, Aussie Millions - ტურნირი, რომელიც ყველაზე ნათლად განსაზღვრავს იმას, თუ რა მოხდება WSOP-ზე, აშკარად მონაწილეთა დანაკლისს განიცდის. დანაკლისი მცირეა, ვარდნა მაინც ვარდნაა!

სხვა ტურნირებიდან გამომდინარე ნეგატიური ვარაუდების გარდა, დადებითი ძვრებიც შეინიშნება: WSOP-ის ორგანიზატორებმა ისევ ძალაში დატოვეს მეინ ივენთის პირველი ადგილისთვის გარანტირებული $10.000.000 დოლარი. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მონაწილეთა რაოდენობა 5000 მაინც გადაცდება, საპრიზო ადგილები 1000 მონაწილემდე გაიზრდება. შარშანდელ ტურნირზე ფულში, 6683 მოთამაშიდან  693 მოთამაშე, ანუ მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 10% შევიდა. წელს მოგებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება, ეს კი დამწყებ მოთამაშეებს ფულში შესვლის შანსებს მნიშვნელოვნად უზრდის. 

კიდევ ერთი დადებითი სიახლე: გასულ წლებში, WSOP-ის ფინალური მაგიდის მონაწილეებიდან მერვე-მეცხრე ადგილი დაახლოებით $800.000 დოლარის ფარგლებში ჯილდოვდებოდა. წელს კი იგეგმება, რომ ფინალური მაგიდის თითოეულმა მონაწილემ მინიმუმ $1.000.000 დოლარი მიიღოს. 

თეგები
პოკერი WSOP WPT

რუმები

ქართული უცხოური