ფილ აივი - კვირის გამარჯვებული
გაზაფხული წელიწადის ის დროა, როცა პოკერის პროფესიონალთა უმეტესობა Spring Championship of Online Poker, ანუ SCOOP-ით არის გართული. ონლაინ ტურნირების სერიამ უკვე საკმაო აჟიოტაჟი გამოიწვია. მაგალითად, ჯეისონ მერსიერმა ორ ღამეში SCOOP-ის ორი ტურნირი ზედიზედ მოიგო, კელვინ ანდერსონმა კი ახალი რეკორდი დაამყარა. ონლაინ ტურნირის ბუმის მიუხედავად, ქეშ გეიმების მიმართ ინტერესი, მაინც არ შეწყვეტილა. FullTiltPoker-ზე და PokerStars-ზე ეს კვირაც დაძაბული გამოდგა.
ამ კვირის ყველაზე დიდი გამარჯვებული ფილ აივი იყო. მან 'ფულტილტის' 7 სესიაზე, სადაც 1.476 დაგირება ითამაშა, $279.782 დოლარი, ხოლო 'პოკერსტარსის' 12 სესიაზე $201.624 დოლარი მოიგო. აივისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო მოგება იყო - აქამდე ის 2015 წლის ყველაზე დიდ წაგებულად ითვლებოდა. მაგრამ ეს სიტუაცია უკვე აღარ განიხილება, რადგან მისი მოგების პარალელურად, ვიქტორ Isildur1 ბლომმა $257.450 დოლარი დაკარგა. ამ წაგებით, ვიქტორ ბლომი, მეორეჯერ გახდა კვირის წამგებიანი მოთამაშე.
კვირის სხვა დიდი გამარჯვებულები იყვნენ ბენ Ben86 ტოლერენი - $373.086 დოლარით 1.800 დარიგებაში და ელიორ Crazy Elior საიონი - $111.710 დოლარით 39 სესიაში. ვიქტორ ბლომს, წაგებულთა სიაში, შეუერთდნენ კორტ კიბლერ-მელბი, რომელმაც 5 სესიაში $226.050 დოლარი წააგო და აიზიკ ჰექსტონი - $114.885 დოლარიანი დანაკლისით.
9 მაისი, აივიმაც და ბლომმაც, დღის მოგებულებად დაამთავრეს. აივიმ, რომელიც 'პოკერსტარსზე' ნიკით RaiseOnce თამაშობს, 90 წუთის განმავლობაში, 2-7 ტრიპლ დროს მაგიდებზე, კიბლერ-მელბის $87.000 დოლარი მოუგო. ბლომმა კი 'ფულტილტზე' $86.000 დოლარი გამოიმუშავა. სესიის დასაწყისში, დაახლოებით 20 წუთიან მონაკვეთში, სებასტიან რუტენბერგთან ის $55.000 დოლარს აგებდა. 5 საათიანი თამაშის განმავლობაში, ბლომმა შეძლო ოპონენტისთვის $100.000 დოლარის წართმევა. შემდეგ კი ზუსტად 17 წუთიან სესიაზე BigNittyBanker-ს $42.000 დოლარი მოუგო და საბოლოოდ დღე მოგებულმა დაამთავრა.
ვიქტორ ბლომისთვის შემდეგი დღეებიც წარმატებული აღმოჩნდა - 11 მაისს, 'პოკერსტარსზე' მან კიდევ $108.000 დოლარი მოიგო. ეს მისი მეოთხე მომგებიანი დღე იყო. ამ პერიოდის განმავლობაში მას უკვე $530.000 დოლარი ჰქონდა მოგებული. მაგრამ თითქმის ყოველთვის, ბლომის მომგებიან სესიებს დიდი დაუნსვინგები ახლავს. 12 მაისს მან $700.000 დოლარზე მეტი დაკარგა. მისი ყველაზე მძიმე სესია, ბენ ტოლერენთან ნათამაშები, $200/$400 პოტ-ლიმიტ ომაჰა აღმოჩნდა. ოთხსაათნახევრიან სესიაზე ტოლერენმა, ბლომისთვის, $351.000 დოლარის წართმევა მოახერხა.
წამგებიანი სესიის შემდეგ, ბლომმა 'ფულტილტზე' 8-გეიმის თამაში სცადა, სადაც მისი მეტოქე Polarizing აივი იყო. 3 საათის განმავლობაში, ბლომმა კიდევ $256.300 დოლარი წააგო. მსგავსი სვინგები, მაღალი ლიმიტის მოთამაშეებისთვის, ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს.





