EPT-ის ესპანელი ჩემპიონი ჰყავს

როგორც იქნა, ახდა ესპანელთა ოცნება! პარასკევს, 8 მაისს, ესპანური პოკერის 11 წლიანი წარუმატებლობა EPT-ზე დამთავრდა. 20 წლის ადრიან მატეოსმა EPT-ის მეინ ივნეთი მოიგო. 

ფინალური დღე ექვსმა მოთამაშემ დაიწყო, რომელთაგან ყველაზე ცნობადი, 2014 წლის EPT-ის წლის მოთამაშედ გამოცხადებული ოლე შემიონი შეიძლება ჩავთვალოთ. მაგიდაზე იყო ასევე თიმ 'პოკერსტარს' პრო, ჯონი ლოდენი, რომელმაც ორი წლის წინ იგივე ტურნირში მესამე ადგილი დაიკავა. ფინალურ ექვსეულამდე მივიდა პოლონელი რეგულარი ხოსე გარსია კარლოსი და რა თქმა უნდა, 2013 წლის WSOPევროპის მეინ ივენთის გამარჯვებული, ადრიან მატეოსი. 

მაგიდასთან მყოფი ოთხი პროფესიონალის მიუხედავად, ჩიპ ლიდერებად, ლიბანელი ჰადი ელ ასმარი და სენეგალელი მუჰიედინ ფარესი მოგვევლინენ. დღის დასაწყისში, ექვსეულის შორტ სტეკი პოლონელი ხოსე გარსია კარლოსი იყო, თუმცა მაგიდის დატოვება მას, მაყურებელთა სიმპათიამ, ოლე შემიონმა დაასწრო. თავდაპირველად გერმანელი სენეგალელ ფარესს გაუმასპინძლდა დიდი ბანკით, როდესაც თერნზე მიღებული ორი წყვილით, რივერზე გაფლეშებულ ბორდთან წააგო. დარჩენილი სტეკი კი A3-ის იმედად მატეოსის AK-ის დაახვედრა, რაც საბოლოოდ მისი მეექვსე ადგილით და €233.500 ევროთი დასრულდა. 

შემიონის წასვლიდან მალევე, პოლონელმა შორტ სტეკმა ერთი ფერის A9-ით ოლ ინი გააკეთა, რასაც კვლავ სენეგალელი ფარესი დაუხვდა KK-ით. ხოსე გარსია კარლოსმა ტურნირი მეხუთე ადგილზე, €297.250 ევროს მოგებით დაასრულა. 

პირველი ორი მოთამაშე, ჩიპების სიმცირის გამო, მალე გამოეთიშა თამაშს. მაგრამ დარჩენილი ოთხის დიფ სტეკის გამო, თამაში გაცილებით დიდხანს გაგრძელდა. მათი პოზიციების შერყევა მხოლოდ დიდი დარიგებით იყო შესაძლებელი, რაც მოხდა კიდეც. 'პოკერსტარსის' ჯონი ლოდენმა 160.000-მდე გაზარდა 55-ით, რაც ყველა მოთამაშემ მიიღო - ბატონზე მყოფმა მატეოსმა JT-ით, სმოლ ბლაინდიდან ფარესმა 96-ით და ბიგ ბლაინდიდან ელ ასმარმა 86-ით. A39 ფლოპი მატეოსამდე ყველამ ჩექით გაიარა. ესპანელის 275.000-იან ბეთი ფარესმა მეორე წყვილით მიიღო, რასაც ელ ასმარის ფოლდი და ლოდენის ჩეკ-რეიზი მოჰყვა 715.000 ჩიპის ოდენობით. მატეოსმა ბექ დორ დროების იმედად გააგრძელა თამაში. ფარესმა კი საუკეთესო ხელი დაფოლდა. ბანკში უკვე 2.385 მილიონი ჩიპი იყო ჩადებული, როცა თერნმა მოთამაშეებს 4 მისცა. 2.7 მილიონი ჩიპით მყოფმა ლოდენმა ჩეკი გააკეთა, რაზეც მატეოსმა 650.000-იანი ბეთით უპასუხა. რივერზე A დაიდო. ლოდენის ჩექის შემდეგ, მატეოსმა ოლ ინი გააკეთა. ზუსტად 4 წუთის ფიქრის შემდეგ, ლოდენმა შეამოწმა თავისი ხელი და ღიმილით თქვა: "ისევ იგივე კარტებია", რის შემდეგაც კარტები დილერისკენ გააცურა. მაგრამ უფრო დიდი სირთულე მას წინ ელოდა, როცა მატეოსმა თავისი ბლეფი ყველას დასანახად გახსნა. 

ამ დარიგების შემდეგ, გამოცდილების მიუხედავად, ჯონი ლოდენმა ტილტით გააგრძელა თამაში, რაც მის შედეგზე აისახა - მეოთხე ადგილი €379.000 ევროთი. ჯონი ლოდენს მალევე გაჰყვა ელ ასმარი, მოგებული €486.000 ევროთი. 

ფარესმა, მატეოსის წინააღმდეგ, ორმაგი უპირატესობით დაიწყო ჰედს აპი. მას 11.2 მილიონი ჩიპი, ხოლო მატეოსს - 5.5 მილიონი ჩიპი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ანდერდოგი იყო, მატეოსი ნელ-ნელა წინ მიიწევდა და ჩიპებს შორის სხვაობას სულ უფრო და უფრო ამცირებდა. მას სულ რაღაც 2 მილიონი ჩიპი აკლდა, ფარესის სტეკამდე მისაახლოებლად, როდესაც ტურნირის ყველაზე დიდი დარიგება შედგა: ფარესმა გაზარდა A9-ით, მატეოსმა კი 74-ით მიიღო. ფლოპზე ორივემ საჭირო კარტი მიიღო - A47. მატეოსის ჩეკ-რეიზის შემდეგ, ფარესმა 2.675 მილიონიანი 3-ბეტი გააკეთა, რასაც მატეოსის 7.045 მილიონიანი სტეკის მაგიდაზე შესვლა მოჰვა. ფარესმა, ხანგრძლივი ფიქრის გარეშე, ქოლით მიიღო მოწინააღმდეგის ოლ ინი, მაგრამ თერნზე და რივერზე დადებული J-ით და K-ით ვერ გაძლიერდა და 14.75 მილიონიანი ბანკი ესპანელმა მოიგო. 

ზუსტად ოთხი დარიგების შემდეგ, ყველაფერი დამთავრებული იყო. მატეოსმა A8-ით და ფარესმა A6-ით თავიანთი ჩიპები მაგიდის ცენტრში მოათავსეს, რაც ესპანელის გამარჯვებით დასრულდა. 

ამ მოგებით, ადრიან მატეოსი, პირველი ესპანელი გახდა, ვინც EPT მოიგო. ესპანეთში ამჟამად, პოკერში მოგებული ფულით, მატეოსი მეორე ადგილზეა. მას კარლოს მორტენსენი უსწრებს $12.000.000 დოლარით. მატეოსმა 18 წლის ასაკში Estrellas-ის მეინ ივენთი მოიგო, 19 წლისამ - WSOP Europe მეინ ივენთი, ხოლო 20 წლისამ - EPT. ის ახლახან გახდა 21 წლის, რითიც უკვე საშუალება მიეცა ლას ვეგასში ითამაშოს WSOP მეინ ივენთი. მოიგებს თუ არა შემდეგ დიდ ტურნირს ადრიან მატეოსი უცნობია, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: მის სახელს, პოკერის სამყარო, ძალიან ბევრჯერ გაიგებს. 

თეგები
პოკერი EPT

რუმები

ქართული უცხოური