პორტუგალიის სათამაშო სივრცე ივნისში გაიხსნება

პორტუგალიის ტურიზმის მინისტრის, ადოლფო მესკიტა ნუნესის განცხადებით, 28 ივნისისთვის, პორტუგალია უცხოური ოპერატორებისთვის თავისი სათამაშო ბაზრის გახსნას გეგმავს. განკარგულება, ონლაინ გემბლინგის კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ, ამჟამად ხელმოწერილია ქვეყნის პრეზიდენტის, ანიბალ ანტონიო კავაკო სილვას მიერ და ის ძალაში რამდენიმე დღეში შევა. 

მესკიტა ნუნესმა, ორშაბათს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ლიცენზიების რაოდენობაზე არანაირი შეზღუდვა არ იგეგმება და პორტუგალია მზადაა ნებისმიერი საერთაშორისო სათამაშო ოპერატორის მისაღებად. მინისტრის განცხადებით, ტექნიკური საკითხების მოგვარებასა და პირველი ლიცენზიის გაცემას შორის, სულ რამდენიმე დღის სხვაობა იქნება. უსაფრთხოების ზომების მიღების შემდეგ, სათამაშო ოპერატორებს საკუთარი სისტემის დემონსტრირების საშუალება მიეცემათ, ხოლო ლიცენზიის მოსაპოვებლად მათ ფინანსური გარანტიები უნდა წარმოადგინონ. პორტუგალიის მთავრობა ვარაუდობს, რომ სხვადასხვა საერთაშორისო სათამაშო ოპერატორის შემოსვლით, ქვეყნის ბიუჯეტი €25.000.000 ევროთი გაიზრდება.

მესკიტა ნუნესის განცხადებით, iGaming-ის ოპერატორებზე დაწესებული მაღალი გადასახადების შესახებ კრიტიკა, სრულიად მიუღებელია. კომპანიები დაიბეგრებიან ტოტალიზატორების ბრუნვიდან შემოსული თანხის 8%-16%-ით, ხოლო კაზინოს და აზარტული თამაშების ბრუნვიდან შემოსული თანხის 15%-30%-ით. ონლაინ გემბლინგის ასოციაციის ვარაუდით, თუ პორტუგალია ამჟამინდელ სათამაშო რეგულაციის სისტემას შემოსავლებზე დაფუძნებულ სისტემაზე გადაიყვანს, ბიუჯეტი დამატებით €20.000.000 ევროთი გაიზრდება. მთავრობის მიერ დაწესებული გადასახადები კი არალიცენზირებულ ოპერატორებს აძლევს ხელს, რომლებსაც დაბალი ტარიფების გამო, მოთამაშეებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზება შეუძლიათ, რაც არალიცენზირებულ პოკერ რუმებში მომხმარებელთა ზრდას გამოიწვევს.

რუმები

ქართული უცხოური