4 ყველაზე ექსკლუზიური თამაში პოკერში
პოკერი ის თამაშია, რომელიც უამრავ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანს აერთიანებს. აქ არავის აინტერესებს შენი წარმომავლობა, რელიგიური შეხედულება, კანის ფერი და ა.შ. ეს არის თამაში მდიდრებისთვის და ღარიბებისთვის; ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ ფულის მოგება, ან გართობა. ბილ გეიტსი, ბენ აფლეკი, რონალდო, რაფაელ ნადალი, ნეიმარი, მაიკლ ფელპსი, ეს იმ ცნობილი ადამიანების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პოკერთან აქტიური შეხება აქვს, რა თქმა უნდა, მხოლოდ სამოყვარულო დონეზე.
არსებობს პოკერის სამყაროს საიდუმლო ადგილებიც. ხშირად იმართება ისეთი თამაშები, რომლებსაც არც კაზინო და არც პოკერ რუმი არ მასპინძლობს. ეს ექსკლუზიური, პრივატული თამაშებია, სადაც მხოლოდ მოწვეული სტუმრები იყრიან თავს და არა მსურველები. ზოგჯერ ეს ცნობილ ადამიანებზეა დამოკიდებული და არა ფულზე და ლიმიტებზე. ჰოლივუდის ვარსკვლავებს, ცნობილ მუსიკოსებს და ა.შ. დიდი პრობლემები ექმნებათ კაზინოებში "უბრალო მოკვდავებთან" თამაშისას. ამიტომაც ისინი პრივატულ გარემოს ამჯობინებენ.
ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოში 5 ყველაზე პრივატულ თამაშს, სადაც მოხვედრის საშუალება მხოლოდ მოწვეულ სტუმრებს აქვთ.

სილიკონ ველი და ფილ ჰელმუტის სპეციალური თამაში
მოთამაშეები: ფილ ჰელმუტი, "ზინგას" დამფუძნებელი მარკ პინკუსი, "იამერის" დამფუძნებელი დევიდ საკსი, ჯეისონ კალაკანისი, "გოლდენ სტეიტ ვორიორსის" მოთამაშე დევიდ ლი.
ლიმიტი: დაახლოებით $100/$200 ულიმიტო ჰოლდემი. როგორც ჰელმუტმა ერთხელ თქვა, მან $32.000 დოლარი, მხოლოდ ერთი სესიის განმავლობაში წააგო დევიდ ლისთან.
ლოკაცია: სანფრანცისკო - The Bay Area
ახლანდელი მდგომარეობა: თამაშები კვლავ იმართება
ფაქტები: ეს თამაში იზიდავს მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კორპორაციების მფლობელებს. აქ იკრიბება ინტერნეტ პროდუქციის მწარმოებელი ელიტა, ფეისბუქიდან, ზინგადან და მაჰალოდან. აქ ხშირად შეგიძლიათ ნახოთ რომელიმე ცნობილი კალათბურთელი ან ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი. ამ თამაშზე ბევრი არ არის ცნობილი. ფილ ჰელმუტის თქმით, მიუხედავად მის მიერ მოგებული ასტრონომიული თანხებისა, სამწლიან დისტანციაზე ის აგებს ამ თამაშს და არავის ურჩევს ასეთ მდიდარ პოკერის მოყვარულებთან ხუმრობას.

ტობი მაგუაიერის თამაში
მოთამაშეები: ტობი მაგუაიერი, ბენ აფლეკი, ლეონარდო დიკაპრიო, ნიკ კასავეტი, ჯეიმი გოლდი, რიკ სალომონი, ფილ აივი და მეტ დეიმონი.
ლიმიტი: ძალიან მაღალი! თამაში თავდაპირველად დაიწყო $100/$200 ლიმიტით, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა მოთამაშეებმა $50.000 დოლარიანი ბაი ინების შეტანა დაიწყეს, თამაში $500/$1000 გახდა.
ლოკაცია: ვაიპერ რუმის სასტუმროების VIP ნომრები
ახლანდელი მდგომარეობა: თამაში აღარ არსებობს. გარკვეული პერიოდით მან ნიუ-იორკში გადაინაცვლა, მაგრამ დროთა განმავლობაში საერთოდ შეწყდა.
ფაქტები: სავარაუდოდ, ეს იყო ყველაზე დიდი თამაში, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავები და პოკერის ვარსკვლავები იკრიბებოდნენ. კულუარული ცნობით, ჯეიმი გოლდმა, რომელმაც 2006 წელს WSOP მეინ ივენთი მოიგო $12.000.000 დოლარით პირველ ადგილზე, ამ თამაშზე მთლიანი ბანკროლი წააგო. თუ თქვენ გაიხსენებთ ფილმ "Ocean's 11"-ში პოკერის სცენას, უნდა ივარაუდოთ, რომ ეს ზუსტად ტობი მაგუაიერის თამაშიდან აღებული კადრების მიხედვით შექმნილი სცენაა.

Starworld-ის პოკერ კლუბი
მოთამაშეები: ტომ დუანი, ენდრიუ რობლი, ფილ აივი, გი ლალიბერტე, სემ ტრიკეტი, ჯონი ჩენი, რიჩარდ იონგი, პოლ ფუა და ვინფრედ იუ
ლიმიტი: $1500/$3000
ლოკაცია: მაკაუ
ახლანდელი მდგომარეობა: უცნობია
ფაქტები: ტექნიკურად, მას ვერ დავარქმევთ პრივატულ თამაშს, რადგან ის "სტარვორლდის" კაზინოში იმართება. მაგრამ ლოკაციის მიუხედავად, თამაში იმდენად ექსკლუზიური და იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ ნამდვილად ერთ-ერთ უდიდეს პრივატულ თამაშად შეიძლება ჩაითვალოს. იმისთვის, რომ ამ თამაშში მოხვდეთ, თქვენ ძალიან ბევრი ნაცნობი უნდა გყავდეთ პოკერის სამყაროში. რამდენიმე WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებულსაც კი უარი ეთქვა თამაშში მონაწილეობაზე. თამაში დაფუძნებულია მალაიზიელი მილიარდერი ბიზნესმენების, რიჩარდ იონგისა და პოლ ფუას მიერ. არც ამ თამაშზე მოიპოვება ბევრი ინფორმაცია, მაგრამ ცნობილია, რომ ტომ დუანმა, თავის კარიერაში ყველაზე დიდი თანხა, $4.000.000 დოლარი წააგო ერთი სესიის განმავლობაში. თამაშში ძირითადად აზიელი ბიზნესმენები მონაწილეობენ. ჭორის დონეზე ვრცელდება, რომ უცხოეულმა მოთამაშეებმა თავიანთი მოგების 20% უნდა გადაუხადონ.

დენ ბილზერიანის ექსკლუზიური თამაში
მოთამაშეები: დენ ბილზერიანი და უამრავი მულტიმილიონერი ბიზნესმენი. ასევე ცნობილი მსახიობები და მუსიკოსები.
ლიმიტი: ზუსტი ლიმიტი უცნობია, თუმცა ბილზერიანმა ერთხელ $10.000.000 დოლარის ოდენობის ბაი ინი გააკეთა. დასკვნები თქვენზე მოგვინდია.
ლოკაცია: მსოფლიოს ნებისმიერი წერტილი
ახლანდელი მდგომარეობა: უცნობია
ფაქტები: არ შეიძლება სტატიის გაკეთება ასეთ თამაშებზე ისე, რომ არ იყოს ნახსენები ბილზერიანის თამაში. ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარული ადამიანი მსოფლიოში, ცნობილი გახდა იმითაც, რომ პრივატულ თამაშებში ერთი წლის განმავლობაში მან $50.000.000 დოლარზე მეტი მოიგო, რაც წარმოუდგენლად მაღალ ლიმიტებზე მიუთითებს. წარმოდგენა რომ შეგექმნათ: ბენ აფლეკი და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები ვერ აძლევენ თავს უფლებას, რომ ბილზერიანის ლიმიტებზე ითამაშონ. თამაშზე ყველაზე გახმაურებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოთამაშე, ფსონებს მხოლოდ მანქანებით და თვითმფრინავებით აკეთებდა. ამ სესიაზე ბილზერიანმა მოიგო: მერსედესი = $100.000 დოლარი; ფერარი = $300.000 დოლარი; ბუგატი = $1.000.000 დოლარი





