ფილ ლააკმა ყველაზე დიდხანს ითამაშა პოკერი

2 ივნისს ფილ ლააკმა გადაწყვიტა მსოფლიო რეკორდი დაემყარებინა და პოლ ზიმბლერის რეკორდი მოეხსნა. თავიდან ლააკი 80 საათიანი სესიის ჩატარებას აპირებდა, რომლითაც მსოფლიო რეკორდი დამყარებოდა, მაგრამ მან სესია გააგრძელა და დაწყებიდან 115 საათის შემდეგ შეწყვიტა.

ფილ ლააკმა ისტორიაში შეიყვანა თავისი სახელი, მას შემდეგ რაც 115 საათი შეუსვენებლად ითამაშა პოკერი. როგორც გატყობინებდით მისი უპირველესი მიზანი რეკორდის გაუმჯობესება და 80 საათიანი სესია იყო, მაგრამ მან გეგმები შეცვალა და პოლ ზიმბლერის რეკორდი საგრძნობლად გააუმჯობესა.

საკუთარი წარმატების კომენტირებისას ლააკმა აღნშნა:" [ეს] ერთ-ერთი საუკეთესო მოგზაურობაა, არასდროს ცხოვრებაში პოკერს ამხელა სიამოვნება არ მოუნიჭებია ჩემთვის"

სესია ლააკმა $6 766 მოგებით დაასრულა, რომელსაც საქველმოქმედო ორგანიზაცია "Camp Sunshine"-ს გადაურიცხავს.

მთელი 115 საათის განმავლობაში ლააკი $10/$20 ლიმიტზე თამაშობდა კაზინო "Bellagio"-ში, რომელიც ლას ვეგასში მდებარეობს. ბევრმა ცნოილმა მოთამაშემ აუბა მხარი ლააკს და დასხდნენ მასთან ერთად სათამაშოდ, მათ შორის იყვნენ : სკოტ ნგიენი, ანტონიო ესფანდიარი და ენდრიუ რობლი.

 

თეგები
ფილ ლააკი

რუმები

ქართული უცხოური