ზაფხულის WSOP-ზე ფილ ჰელმუტმა $1.248.860 დოლარი მოიგო
წლევანდელი WSOP, ფილ ჰელმუტისთვის, ერთ-ერთი გამორჩეული აღმოჩნდა. მან, სერიების 52 წლიან ისტორიაში, კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა და 7 ფინალურ მაგიდაზე თამაში მოახერხა. გარდა ამისა, ჰელმუტმა საკუთარი რეკორდიც გააუმჯობესა და მე-16 ოქროს სამაჯური მოიგო.
ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში, ჰელმუტმა WSOP-ზე მიღებული შემოსავლები გამოაქვეყნა, რაც მოულოდნელი სვლა იყო მისი მხრიდან. როგორც წესი, მსგავს ინფორმაციას მოთამაშეები საიდუმლოდ ინახავენ. როგორც ირკვევა, მან 34 ტურნირში მიიღო მონაწილეობა, რაც $448.379 დოლარი დაუჯდა; ხოლო შემოსავლის სახით, $1.248.860 დოლარი მიიღო. მარტივი არითმეტიკით, შეგვიძლია გავიგოთ, რომ ფილ ჰელმუტის საზაფხულო სუფთა მოგება $800.481 დოლარია. 34 ნათამაშები ტურნირიდან, მან 10-ზე შეძლო ფულის მოგება, საიდანაც 7 ფინალური მაგიდა იყო. ტურირებზე 29%-იანი მოგების მაჩვენებელი ნებისმიერი მოთამაშისთვის არაჩვეულებრივი შედეგი იქნებოდა.
ფილ ჰელმუტმა მე-16 სამაჯურის მოგება 2-7 ლოუბოლ ივენთზე შეძლო. მისი მოგება 'სულ რაღაც' $84.851 დოლარს შეადგენდა. სამაგიეროდ, $50.000 დოლარიანი ომაჰას ივენთზე, მე-3 ადგილისთვის მან $734.807 დოლარი მიიღო.
მიუხედავად საზაფხულო წარმატებისა, ჰელმუტმა წლის მოთამაშის სტატუსის მოგება ვერ შეძლო. ის წილად ჯოშ არიეს ხვდა, რომელმაც სერიებზე 2 ოქროს სამაჯური მოიგო. დამატებით ერთ ტურნირზე გაკეთებული ქეშ-აუთითაც კი, შესაძლოა, ჯილდო სწორედ ფილ ჰელმუტის ვრცელ კოლექციას დამატებოდა, რომელსაც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა დენიელ ნეგრანუ. რაც შეეხება ნეგრანუს, მან საზაფხულო სერია $399.024 დოლარიანი პლუსით დაასრულა.