მაიკლ ადამომ WSOP-ის მე-4 სამაჯური მოიგო
მაიკლ ადამომ არნახული სერიები ჩაატარა. 2021 წლის მიმდინარე WSOP-ზე, ავსტრალიელმა მოთამაშემ ოქროს სამაჯურის მოგება მეორედ შეძლო, რაც მას ჯამში 4 ოქროს სამაჯურს აძლევს.
ადამომ გამარჯვება $100.000 დოლარიან High Roller No Limit Hold'em ივენთზე შეძლო, რომელზეც 64 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული. იმის გათვალისწინებით, რომ ტურნირის ბილეთის ფასი $100.000 დოლარს შეადგენდა, ადვილი წარმოსადგენია, რომ მასზე საუკეთესო მოთამაშეები დარეგისტრირდნენ. რა თქმა უნდა, მაიკლ ადამოც ერთ-ერთ ასეთ მოკაშკაშე ვარსკვლავად ითვლება.
ფინალურ ჰედს-აპში მან კევინ რაბიჩო დაამარცხა და $1.958.569 დოლარი მოიგო. ზოგადად, 2021 წელი ადამოსთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. მან 5 სხვადასხვა ტურნირი მოიგო, რომელთა ბაი-ინები $50.000-დან $100.000 დოლარამდე მერყეობდნენ. ის ასევე რამდენჯერმე მოხვდა მსგავსი ტურნირების მე-2 და მე-3 ადგილებზე. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს, ავსტრალიელმა მოთამაშემ $9.5 მილიონი დოლარი დააგროვა, ხოლო მისი კარიერული შემოსავალი $17.7 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
"კევინი ჰედს-აპის სპეციალისტია, - თქვა მაიკლ ადამომ გამარჯვების შემდეგ, - მის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებულად რთული იყო. თითქმის 4 თვის განმავლობაში გაუჩერებლად ვთამაშობდი. მგონი, დასვენება კარგი აზრი უნდა იყოს."