ფედორ ჰოლცი მოწინააღმდეგეს, ჰედს-აპის დროს, საათში $1.000 გადაუხდის

ბოლო დროს, პოკერის დიდი დრამები ჰედს-აპ მაგიდებთან წყდება. რა თქმა უნდა, პანდემიის პირობებში, როცა ლაივ სატურნირო ღონისძიებები შეჩერებულია, მსგავსი დაძაბულობა გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო გარემოს ქმნის. ფილ ჰელმუტმა და ანტონიო ესფანდიარიმ თავიანთი ისტორიული 'მტრობა' პოკერის მაგიდასთან გაარკვიეს, სადაც ჰელმუტმა მოწინააღმდეგეს $400.000 დოლარი მოუგო. სულ ცოტა ხნის წინ, დაგ პოლკი და დენიელ ნეგრანუ ასევე შეთანხმდნენ ჰედს-აპის თამაშზე. 

რამდენიმე დღის წინ კი, პოკერის სამყარომ ახალი დრამა იხილა, ამჯერად - ფედორ ჰოლცსა და ბლეიქ სტივენსონს შორის. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც გერმანელმა პროფესიონალმა მოთამაშემ სტივენსონის Dream Fantasy Sport-თან დაკავშირებით ინტერესი გამოთქვა. გაღიზიანებულმა სტივენსონმა ჰოლცს პოტ-ლიმიტ ომაჰას ჰედს-აპი შესთავაზა. საქმე იმაშია, რომ ჰოლცმა $32.5 მილიონი დოლარი ტეხასური ჰოლდემის მაგიდებთან დააგროვა და მისთვის ომაჰა ნაცნობ თამაშად ვერ ჩაითვლება. "ომაჰა არასდროს მითამაშია, - განაცხადა გერმანელმა, - თუ ბრძოლა მართლა გინდა, ჰოლდემი შეგვიძლია ვცადოთ."

ბლეიქ სტივენსონი, როგორც წესი, სკანდალური გამოხტომებითაა ცნობილი. მისი პასუხიც ჩვეული ლექსიკით გაგრძელდა: "წადი, ისევ ტურნირების პატარა ძუკნა გახდი. დიდი ბიჭები გელოდებიან..." მსგავსი კომენტარი ბევრისთვის პროვოკაციული იქნებოდა, მაგრამ გერმანელი, თანაც პოკერის მოთამაშე, ამ ყველაფერს მშვიდად უნდა შეხვედროდა. "თუ ჰოლდემის $200/$400 მაგიდასთან დამიჯდები, საათში $1.000 დოლარს გადაგიხდი" - აშკარაა, რომ ფედორ ჰოლცი საათში $1.000 დოლარიან ინვესტიციას არაფრად თვლის იმასთან შედარებით, რისი 'ამოღებაც' ვრცელი სესიის განმავლობაში შეუძლია. ჯერჯერობით, ბლეიქ სტივენსონის პასუხი კვლავ უცნობია. 

რუმები

ქართული უცხოური