პოკერის ლეგენდა, მაიკ სექსტონი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა

6 სექტემბერს პოკერის სამყარომ სამწუხარო ამბავი შეიტყო: ლეგენდარული მოთამაშე და წამყვანი, პოკერის აქტიური ქომაგი და პრომოუტერი, მაიკ სექსტონი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. სექტემბრის დასაწყისში გავრცელდა ცნობა, რომ სექსტონს პროსტატის სიმსივნე ჰქონდა, რომელიც სხვა ორგანოებზე გავრცელდა. 

მაიკ სექსტონმა თავისი ცხოვრება პოკერს მიუძღვნა. პირველი 20 წელი მან პოკერის თამაშს დაუთმო. 1985 წელს ის ლაას ვეგასში გადავიდა და პროფესიონალი მოთამაშის კარიერა აიწყო. მოგვიანებით კი, World Poker Tour-ის დამფუძნებელი, სტივ ლიპსქომბი გაიცნო, რაც იმით დასრულდა, რომ პოკერის ბუმის შემდეგ, ის WPT-ის სატურნირო სერიების სატელევიზიო წამყვანის რანგში მოგვევლინა. სექსტონმა კომენტირების თავისებური, დამახასიათებელი მანერით დაგვამახსოვრა თავი.

ამის შემდეგ, მისი კარიერა PartyPoker-ში გავრცელდა, რომლის წყალობითაც სექსტონი აქტიურად ცდილობდა პოკერის პოპულარიზაციას. გარდა იმისა, რომ მან მსოფლიო აღიარება მოიპოვა, 2009 წლიდან, სექსტონი Poker Hall of Fame-ის წევრი იყო. მიმდინარე წელს, WPT-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, WPT Champions Cup-ის პრესტიჟულ ტურნირს მაიკ სექსტონის სახელი მიენიჭა. 

რუმები

ქართული უცხოური