სემ გრინვუდმა ონლაინ WPT High Roller მოიგო

მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, დიდმა ლაივ ტურნირებმა ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლეს, რაც ჰაი როლერ მოთამაშეებისთვის ერთობ ხელსაყრელი აღმოჩნდა. PartyPoker-ზე გამართულ WPT-ის $10.300 დოლარიან ტურნირზე ვეტერანმა კანადელმა მოთამაშემ გაიბრწყინა. სემ გრინვუდმა თავის ისედაც შესაშურ რეზიუმეს კიდევ ერთი გამარჯვება დაუმატა, რაც $257.250 დოლარიანი ანაზღაურებით აღინიშნა. 

ტურნირის ფინალურ მაგიდაზე სამი ფინელი მოთამაშე - პაული აირასი, ჯონი იუკიმაინენი და იორმა ნუტინენი მოხვდნენ. მათ გასულ თვეში, Poker Masters Online-ზე ნაჩვენები წარმატების განმეორება სცადეს, როცა 30 ტიტულიდან 6 ფინელ მოთამაშეებს შეხვდათ. ამჯერად, იღბალი მათ მხარეს არ აღმოჩნდა: მე-4 ადგილის დაკავება მხოლოდ იორმა ნუტინენმა შეძლო, დანარჩენმა ორმა ფინელმა კი ფინალური მაგიდის ბოლო ადგილები აიღეს. 

სემ გრინვუდმა დარჩენილ მაგიდას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა, რაც მის განსაკუთრებულად აგრესიულ თამაშში გამოიხატებოდა. პორტუგალიელი რუი ფერეირას გამოვარდნის შემდეგ, ფინალური ჰედს-აპის სათამაშოდ ორი დიდი სახელი - სემ გრინვუდი და მატიას აიბინგერი დასხდნენ. ავსტრიელს რთული სამუშაო ჰქონდა შესასრულებელი, რადგან მისი სტეკი 5-ჯერ ჩამორჩებოდა მეტოქისას. აიბინგერის მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღეს და ის მეორე ადგილს და $183.750 დასჯერდა.

მიუხედავად მარცხისა, იგივე დღეს, აიბინგერმა კიდევ ერთ ტურნირზე მოახერხა ფულში შესვლა, როცა $25.000 დოლარიანი ჰაი როლერის მე-13 ადგილისთვის $49.000 დოლარი მოიგო. იგივე ღონისძიებაზე, გრინვუდმა მე-9 ადგილი დაიკავა და ბანკროლი $61.250 დოლარით შეივსო.

 

რუმები

ქართული უცხოური