Galfond Challenge Update: ფილ გალფონდის "აღდგომა"

კათოლიკურმა სამყარომ კვირას, 12 აპრილს, აღდომა იზეიმა. აღდგომა გადაჭარბებული ნათქვამი იქნებოდა, მაგრამ იგივე 12 აპრილს, ფილ გალფონდმა სასწაულის მოხდენა ნამდვილად შეძლო და თითქმის წაგებული ჰედს-აპი მოიგო. 

გალფონდის 'სასწაული' ერთ დღეში არ დამდგარა. €900.000 ევროს წაგების შემდეგ, მან რამდენიმეკვირიანი ტაიმაუტი აიღო, რომელიც ისევ პოკერის და ისევ პოტ-ლიმიტ ომაჰას სწავლას დაუთმო. მიუხედავად იმისა, რომ გალფონდს თავად აქვს სატრეინინგო პლატფორმა გაკეთებული, როგორც ჩანს, პოკერზე გაკვეთილების მიღება არასდროსაა ზედმეტი. მის გამარჯვებას არავინ ელოდა. საუკეთესო შემთხვევაში, ვარაუდობდნენ, რომ ის წაგების შემცირებას შეეცდებოდა და სანაძლეოს თანხა კვლავ გადასახდელი ექნებოდა. 

კვირადღის დაპირისპირება გალფონდმა €8.171 ევროიანი პლუსით დაიწყო. 698 დარიგების შემდეგ, მან თამაში €12.371 ევროიანი მოგებით დაასრულა. რაც მთავარია, მან სანაძლეოსთვის დაწესებული €100.000 ევროც მიიღო. თუ ეს რიცხვები შთამბეჭდავად არ გამოიყურებიან, შეგახსენებთ, რომ ფილ გალფონდი €900.000 ევროს მინუსში იყო. ხოლო ჰედს-აპის წაგების შემთხვევაში, მას VeniVidi1900-ისთვის დამატებით €200.000 ევროს გადახდა მოუწევდა. 

პოკერის ლეგენდას გამარჯვება მიულოცეს ერიკ საიდელმა, ჯეისონ კუნმა და მეტ ბერკიმ მიულოცეს. გალფონდის შემდეგი მეტოქე ბიზნესმენი ბილ პერკინსია. "გალფონდი დამატებითი თავაჯერებულობით დამიპირისპირდება, - ამბობს პერკინსი, - მას რომ წაეგო, მცირეოდენი ფსიქოლოგიური უპირატესობა მექნებოდა. როგორც ჩანს, ომაჰას სწავლა მართლა მომიწევს."

რუმები

ქართული უცხოური