Galfond's Omaha Challenge: ფილ გალფონდი €554.000 ევროს მინუსშია

უკვე მე-10 დღეა, რაც ფილ გალფონდის ნახევარმილიონიანი Omaha Challenge მიმდინარეობს. Run It Once-ის დამფუძნებელსა და ლეგენდარულ მოთამაშეს რთული დრო უდგას. ის VeniVidi1993-ის წინააღმდეგ თამაშობს, მაგრამ ჯერჯერობით მოვლენები მის სასარგებლოდ ნამდვილად არ ვითარდება.

ჯერჯერობით, 10 დღიანი სესიიდან, გალფონდმა პლუსით მხოლოდ ერთი დღე დაასრულა. მისმა მოგებამ მხოლოდ €2.615 ევრო შეადგინა, რაც რეალურად 13 ბიგ ბლაინდს შეადგენს. სამაგიეროდ, მისი ყველაზე რთული დღე €155.063 ევროიანი ზარალით დასრულდა. 

ამ მომენტისთვის, დაგეგმილი 25.000 დარიგებიდან, წყვილმა მხოლოდ 7.000-მდე დარიგება ითამაშა. საშუალოდ, თითოეულ დარიგებაში გალფონდი €80.89 ევროს აგებს. 

ასეთი სვინგები ჰედს-აპ ომაჰასთვის საკმაოდ დამახასიათებელი მოვლენაა, მაგრამ 10 დღიანი სესიის ასეთი შედეგი იმასაც გვაფიქრებინებს, რომ VeniVidi1993 გალფონდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და არასასურველი მოწინააღმდეგეა. 

გალფონდის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა პოკერის ფორუმებზე რეგულარი მოთამაშეების გააქტიურება გამოიწვიეს. "ვფიქრობ, რომ გალფონდი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქონება $20.000.000 დოლარს მაინც უნდა შეადგენდეს, - წერს '2+2 ფორუმის' მომხარებელი Laaksolahti, - როგორც ჩანს, VeniVidi1993-მა გალფონის სუსტი მხარე აღმოაჩინა და ბოლომდე აპირებს მის გამოყენებას. Actionfreak-თან დაპირისპირებაც, სავარაუდოდ, მსგავსად განვითარდება."

ნაკლებად უნდა ველოდოთ, რომ გალფონდი თამაშს შეწყვეტს. რა თქმა უნდა, თუ მისი ზარალი გარკვეულ ზღვარს გადააჭარბებს, ყველაფერი დასრულდება და გალფონდს სანაძლეო თანხის ანაზღაურებაც მოუწევს, მაგრამ ის ვარაუდი, რომ ასეთი დონის მოთამაშე ნახევარმილიონიანი დაუნსვინგის გამო ვინმეს დანებდეს, ფაქტიურად, გამორიცხულია. 

რუმები

ქართული უცხოური